ივანიშვილის პრესსამსახურმა "სახალხო კრებას" მოთხოვნილი ვიდეომასალა უვარგისი სახით გაუგზავნა
ბიძინა ივანიშვილისა და „კრების“ წარმომადგენლების შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც მათ ივანიშვილის პრესსამდივნოსგან გუშინ მიიღეს ძალიან ცუდი ხარისხისაა. ამის შესახებ primetimenews-ს "სახალხო კრების" ლიდერმა ნონა გაფრინდაშვილმა განუცხადა
"ამ მასალის ხარისხი არ იყო მაინცდამაინც კარგი. ჩვენ ამ შეხვედრაზე ვიყავით ორ საათ-ნახევრის განმავლობაში, გამოგზავნილი ვიდეომასალა კი 19 წუთიანია. მათ გამოაგზავნეს მხოლოდ ის მონაკვეთი, სადაც კონკრეტულად ამ საკითხებზეა საუბარი", - ამბობს ჩვენთან საუბარში ნონა გაფრინდაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ივანიშვილისა და "სახალხო კრების" შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნება კრების ლიდერებმა მას შემდეგ მოითხოვეს, რაც ივანიშვილის ოფიციალურ გვერდ facebook-ზე ამ შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალის მხოლოდ ის მონაკვეთი დაიდო, როდესაც ივანიშვილი "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერს ნინო ბურჯანაძეს ლანძღავს.
კომენტარი