სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მსურს ძმური თანადგომა აღვუთქვა პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს - ღარიბაშვილი

პრემიერის პოსტიდან წასული ირაკლი ღარიბაშვილი, "ძმურ თანადგომას" პირდება ახალ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს.

როგორც "ქართული ოცნების" რიგით მერვე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მისთვის თანამდებობა ყოველთვის საშუალება იყო ემსახურა ქვეყნისთვის.

მეამაყება, რომ საკუთარი წვლილი შევიტანე ჩვენი ქვეყნის წინსვლაში. იმ თანადგომისთვის რასაც მე მუდმივად ვგრძნობდი, მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს, პარლამენტს, პარტიის ხელმძღვანელობას, თითოეულ წევრს, მინისტრებს, სამინისტროებს, საჯარო მოხელეს და ასევე მინდა ვთქვა, რომ განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებს ჩვენი ხალხი, რომლის ნდობა და მხარდაჭერა ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის უმთავრესი სტიმულია. დღეს ჩვენს წინაშე ახალი გამოწვევებია, შემდგომაც ჩვენ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ, რათა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის სწორი განვითარება. მსურს ამ გზაზე წარმატება ვუსურვო და ძმური თანადგომა აღვუთქვა პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს" - თქვა მან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100