სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახალი წლის დღეებში საქართველოს ბანკის სერვისცენტრების მუშაობის განრიგი

თბილისი, 30 დეკემბერი, 2014 – საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხდა, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგის შესახებ. 2015 წლის 1 და 2 იანვარს დაკეტილი იქნება საქართველოს ბანკის ყველა სერვისცენტრი, მათ შორის Express და მეტროს სერვისცენტრები. საქართველოს ბანკის სატელეფონო ცენტრი 2 444 444, არ იმუშავებს 1–ელ იანვარს, ხოლო 2 იანვარის დილის 10:00 საათიდან ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება მომხმარებელს.

მომხმარებლებს, ვისაც საკრედიტო ბარათზე დაანგარიშების თარიღი აქვს 1 ან 2 იანვარი, საშეღავათო პერიოდით სარგებლობისთვის თანხის შემოტანა შეუძლიათ 31 დეკემბრის ჩათვლით. 31 დეკემბერს საქართველოს ბანკის სერვისცენტრები მომხმარებელს გახანგრძლივებული განრიგით დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:30 საათამდე მოემსახურებიან.

3 იანვრიდან, საქართველოს ბანკის ყველა სერვისცენტრი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100