25 წლამდე ასაკის მამაკაცს საკუთარი სახლის აივანზე 6-ჯერ ესროლეს
“ძველი ბათუმის” ტერიტორიაზე 25 წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს.
მეზობლების განცხადებით, დაზარალებული მამაკაცი საკუთარი საცხოვრებელი სახლის აივანზე იდგა, როდესაც ქუჩიდან 6-ჯერ ესროლეს. დაჭრილი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და სასწრაფო ოპერაცია უტარდება. თუ რა თემას უკავშირდება ცოტახნის წინ მომხდარი კიდევ ერთი სისხლიანი გარჩევა ჯერ-ჯერობით უცნობია.
კომენტარი