სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილი: ერთი წამიც არ არის დასაკარგავი

“საქართველოში იმდენად გვეჩქარება ყველაფერი, რომ 1 წამი არ არის დასაკარგავი”-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ანაკლიაში ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, როდესაც ბათუმში ახალი ოპერის თეატრი იხსნებოდა, მომღერლებს სარეაბილიტაციო სამუშაოების ფონზე, ნიღბებით უწევდათ რეპეტიციების გავლა და თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები წარმოდგენამდე 20 წუთით ადრე დამთავრდა.

“დღეს იხსნება ანაკლია და აქაც ახლა ჭიმავენ ტროსებს”-განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა გაიხსენა ის პერიოდი, როდის გადაწყდა ანაკლიაში ახალი კურორტის გაკეთება.

მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ, ის სანაპირო დაცვის კატარღით დაცურავდა და როცა ოცამჩირის გასწვრივ იყვნენ, კატერი გაფუჭდა. პრეზიდენტის განცხადებით, მათ მიაღწიეს ანაკლიამდე და მოხვდნენ ადგილობრივი ქობალიების ოჯახში, სადაც პრეზიდენტს სტუმრად არავინ ელოდა. “როცა ადგილობრივ ხალხს გავესაუბრე, მივხვდი, რა პოტენციალი იყო აქ. როდესაც მთელ საქართველოში წვიმს, აქ გამონაკლისია და არის სიმსუბუქისა და კომფორტის განცდა”-განაცხადა სააკაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ მაშინ აქ იყო რუსეთის ე.წ. სამშვიდობო ძალების ცენტრი და პრეზიდენტისა და შეიარაღებული დაცვის წევრების დანახვაზე განგაში გამოაცხადეს, გამოიყვანეს სამხედრო ტექნიკა, ავტომატები მოიმარჯვეს და მცირე სამხედრო ინციდენტიც კი მოხდა.

დღესვე პრეზიდენტმა ზღვაში გაცურა და მოტორიანი ნავით შვილთან, პატარა ნიკოლოზთან გაისეირნა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100