სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინ არიან უჯარმაში გარდაცვლილი ძმები - "სოფელში ბებია-ბაბუასთან იყვნენ სტუმრად... ტრაგედია მაშინ მოხდა, როცა ერთი ძმა მეორეს დასახმარებლად წყალში შევიდა"

უჯარ­მა­ში, მდი­ნა­რე იო­რის არხში, 16 და 21 წლის ძმე­ბის ცხედ­რე­ბი იპო­ვეს. ინ­ფორ­მა­ცია მედიას ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა და­უ­დას­ტუ­რეს. ახალ­გაზ­რდე­ბის ცხედ­რე­ბი მაშ­ვე­ლებ­მა გვი­ან ღა­მით იპო­ვეს. რო­გორც მედიისთვის გახ­და ცნო­ბი­ლი, გარ­დაც­ვლი­ლი ძმე­ბი ნიკა და ივი­კო მა­ხა­რობ­ლიშ­ვი­ლე­ბი არი­ან. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი მა­მი­დაშ­ვილ­თან ერ­თად, მდი­ნა­რე­ზე სა­ბა­ნა­ოდ წა­ვიდ­ნენ, რა დრო­საც, ერთ-ერთ ძმას, სა­ვა­რა­უ­დოდ, ფეხი და­უც­და, მე­ო­რე კი წყალ­ში მის გა­და­სარ­ჩე­ნად შე­ვი­და. ზუ­რაბ შინ­დე­ლაშ­ვი­ლი, სო­ფელ უჯარ­მის რწმუ­ნე­ბუ­ლი: - ცხედ­რე­ბი მაშ­ვე­ლებ­მა გვი­ან ღა­მით იპო­ვეს. ბი­ჭე­ბი სო­ფელ­ში სტუმ­რად იყ­ვნენ, დედა ჰყავთ უჯარ­მე­ლი, ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თან იყ­ვნენ ჩა­მო­სუ­ლე­ბი, თბი­ლი­სე­ლე­ბი არი­ან. შემ­თხვე­ვა იმ დროს მოხ­და, როცა ერთი ძმა მე­ო­რედ და­სახ­მა­რებ­ლად წყალ­ში შე­ვი­და. სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი მოხ­და. ოჯახს მხო­ლოდ ერთი შვი­ლი დარ­ჩა. ად­გილ­ზე სა­მაშ­ვე­ლო ბრი­გა­და ძებ­ნის ოპე­რა­ცი­ას უკვე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თია აწარ­მო­ებ­დნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100