„თქვენს გზავნილზე საჩუქარია“ - საერთაშორისო ფულადი გზავნილების საგაზაფხულო აქცია ლიბერთისგან
ლიბერთი ბანკი საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ახალ, საგაზაფხულო აქციას იწყებს.
"თქვენს გზავნილზე საჩუქარია" კამპანიის ფარგლებში ყველაზე აქტიური მომხმარებელი, რომელიც აქციის პერიოდში ლიბერთის ნებისმიერი არხით ყველაზე მეტჯერ მიიღებს და/ან გააგზავნის საერთაშორისო ფულად გზავნილს, საჩუქრად 10 000 ლარს მიიღებს.
მთავარი პრიზის გარდა, კამპანიის ფარგლებში დაწესებულია სხვა საჩუქრებიც:
· 100 ლარის მოგების შანსი - ყოველდღე
· 10 ნოუთბუქი
· 100 „ჭკვიანი“ საათი
· ბრენდირებული საჩუქრები ყოველი მე-5 მომხმარებლისთვის
საერთაშორისო ფულადი გზავნილების აქციაში ჩართვა ნებისმიერი მომხმარებლისთვის მარტივია და საკმარისია აქციის პერიოდში გზავნილის მიღება, ან გაგზავნა ლიბერთი ბანკის ნებისმიერ სერვის ცენტრში, ან დისტანციური არხების - ინტერნეტ და მობაილ ბანკის საშუალებით.
ნებისმიერი საერთაშორისო გზავნილის მიღებისას და/ან გაგზავნისას, მომხმარებლები ლიბერთი ბანკის სერვის ცენტრებსა და მობაილ ბანკში ისარგებლებენ ვალუტის გაცვლის სპეც.კურსით.
როგორც ყოველდღიური, ისე მთავარი საჩუქრების მისაღებად საჭირო პირობებს ლიბერთი ბანკი საკუთარ ვებ გვერდზე აქვეყნებს: libertybank.ge
მათთვის, ვინც ჯერ არ არის ლიბერთის მომხმარებელი, უნივერსალური ანგარიშის გახსნა და ასევე, საბანკო ბარათის შეკვეთა შეძლიათ სახლიდან გაუსვლელად, ნებისმიერ დროს ვებ გვერდზე www.365.ge.
აქცია დაიწყო 2021 წლის 15 მარტიდან და გაგრძელდება 2021 წლის 15 ივნისის ჩათვლით.
„საერთაშორისო ფულადი გზავნილები ლიბერთის ერთერთი წამყვანი მიმართულებაა და ვცდილობთ მუდმივად წავახალისოთ ჩვენი მომხმარებელი. ლიბერთიში ფულადი გზავნილების სერვისით სარგებლობა კონკურენტუნარიანია არამხოლოდ აქციის ფარგლებში - ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი ქსელი და ხელმისაწვდომი ვართ საქართველოს ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერი გზავნილის მიღება და გაგზავნა შესაძლებელია დისტანციური არხების საშუალებით ბანკში ვიზიტის გარეშეც. ჩვენი მომხმარებელი გზავნილის მიღებისას ან გაგზავნისას მუდმივად სარგებლობს ვალუტის გაცვლის სპეციალური კურსით.
ვფიქრობთ, ეს კამპანიაც დამატებითი სტიმული იქნება, რომ ჩვენმა მომხმარებლებმა თანამედროვე სერვისებისგან მაქსიმალური სარგებელი და კომფორტული გამოცდილება მიიღონ“ - ვაჟა მენაბდე, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.
ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 617 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge; მედია კონტაქტი: [email protected].
კომენტარი