"გადმოცვივდნენ მანქანიდან, ერთს რკინის ხელკეტი ეჭირა, მეორეს დიდი ქვა... ჩვენ ოთხნი ვიყავით...ის ერთი ბიჭი საავადმყოფოშია" - საქმის "ოქროს მოწმე" სკანდალურ განცხადებას აკეთებს
ფოტოგრაფი, ირაკლი ბრეგვაძე, რომელიც 19 წლის ფეღბურთელის გარდაცვალების
საქმეზე მთავარი მოწმეა, აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილი მცხეთაში,
დაბადების დღეზე მომხდარ ჩხუბში არ მონაწილეობდა.
ფოტოგრაფმა ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ და "პალიტრანიუსს“ ექსკლუზიურად ესაუბრა.
ფოტოგრაფი დაბადების დღეზე მომხდარ დეტალებს იხსენებს.
"ავტოსტოპით
წავედი, მივედი სადღაც 11:00 საათზე და15 წუთში მოხდა ჩხუბი, ოღონდ რატომ
და რანაირად აზრზე არ ვარ, ვინები ჩხუბობდნენ. გიორგი არ მონაწილეობდა,
გიორგიც შიგნით იყო. ექვსი ბიჭი ვინც ვიყავით, იქიდან 5 მგონი სახლში იყო,
ზუსტად არ ვიცი. ეგენიც მერე გავიცანი და მერე ყველა წავედით იმიტომ, რომ
იუბილარი შემოვიდა, ნერვები მოეშალა ასეთი რაღაც რომ მოხდა, ტიროდა, ძლივს
დავაწყნარეთ და წადითო ყველაო და ყველა რომ წავიდა, ჩვენ მოგვიწია ტაქსით
წასვლა. ტაქსი ვერ გამოვიძახეთ, არც ერთი ტაქსი არ მოდიოდა და გავაჩერეთ
ტაქსი და ტაქსმა ორ კაცზე მეტს ვერ გაგიყოლებთო.
ნეტა ის ორი მაინც
წასულიყო. გიორგი მაინც წასულიყო. არ გაყვნენ ტაქსს და ბოლოს ავტო სტოპზე
დავდექით და მოვიდნენ ეს ორი ტიპი ვისთანაც ჩვენ არა , მაგრამ ამათ ჩხუბი
მოუვიდათ. ეს ორი ტიპი მოვიდა და ნომრები გაცვალეს, რომ დაგირეკავთ, ხვალ
შევხვდეთ და ვილაპარაკოთო. ეგონა, რომ ჩვენ ვიჩხუბეთ და მეორე დღეს რომ
გაერკვიათ.. ყველა როგორ იტყუება? მოვიდნენ, დადგნენ და ჩვენ წამოვედით
თბილისისკენ, რომ უფრო ახლოდან გამოგვეძახებინა ტაქსი, მაგრამ ხიდზე რომ
გადმოვედით, ეს ორი ბიჭი მორბის და ამ დროს წინ გაგვიჩერა მანქანამ და ამ
მანქანიდან გადმოვიდა სავარაუდოდ ხუთი კაცი, შეიძლება ოთხიც. ზუსტად არ
დამინახავს. ერთს რკინის ხელკეტი ეჭირა, მეორემ დიდი ქვა აიღო და წამოვიდა,
რომ დაერტყათ, ყველა რომ ვეცემეთ. ამათ ეგონათ, რომ ჩვენ ისინი ვიყავით,
ვინც იქ იყვნენ. არადა საერთოდ სხვა სასტავი ვიყავით, არაფერ შუაში არ
ვიყავით. ის ერთი ბიჭი საავადმყოფოშია. მოკლედ ყველა გავიქეცით, სამი კაცი
გაიქცა ხიდისკენ. ერთი ბიჭი იქვე ბუჩქებში დაიმალა, როგორც მერე გავიგე. მე
კამერა ხელში მეჭირა, მანამდე არაფერს არ ვიღებდი ისეთს, ბლოგებს ვიღებ
ზოგადად მაგრამ მაშინ ზოგადად დროის გასაყვანად.. ღობეზე გადავხტი და იყო
მიტოვებული მშენებარე შენობა მეორე სართულზე ავედი და რომ ავედი დავრეკე
პოლიციაში.
კომენტარი