სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"15 წლის ბავშვს გავუკეთე საშვილოსნოს გარე ორსულობის ოპერაცია და არაფრით იჯერებდა, რომ შეიძლება დაორსულებულიყო, 13-14 წლის გოგონები ისე კარგავენ ქალიშვილობას, ვერც კი ხვდებიან"

იაშვილის კლინიკის ექიმი, ლევან ფერაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. მისი ინფორმაციით, საქართველოში 13-14 წლის გოგონები კარგავენ ქალიშვილობას ისე, რომ არ ესმით, რას აკეთებენ.

ექიმის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
„მოიკითხეთ, რამდენი 15 წლის დედაა ქვეყანაში, 13-14 წლის გოგონები ისე კარგავენ ქალიშვილობას, ვერც კი ხვდებიან, რა მოხდა. 15 წლის ბავშვს გავუკეთე საშვილოსნოს გარე ორსულობის ოპერაცია და არაფრით იჯერებდა, რომ შეიძლება დაორსულებულიყო. ბიჭებთან უარესადაა საქმე. პორნო საიტებიდან იღებენ ინფორმაციას და სექსუალური ქცევის ნიმუშად მიაჩნიათ. ასევე ექცევიან შემდგომში თავის პირველ პარტნიორს.

სანამ ვინმეს ჩაქოლავთ, შედით თქვენი 10-12 წლის შვილების კომპიუტერის ისტორიაში და ნახავთ რა საიტებზეა “ნასეირნები”. გაიხსენეთ საკუთარი ბავშვობა. საკითხის გამო ინტერესი ჩნდება, ყველაზე გვიან 7-8 წლის ასაკში. ისინი ინფორმაციას მაინც იღებენ (მით უმეტეს ინტერნეტის ხელმისაწვდომობის პირობებში), მაგრამ დამახინჯებული სახით, რაც შემდგომში სხვადასხვა გადახრასა ან კომპლექსებში შეიძლება აისახოს.

მოვეშვათ ფარისევლობას, მივცეთ საშუალება პროფესიონალ ადამიანებს სწორი და გამოზომილი ინფორმაცია მიაწოდონ ჩვენს შვილებს. მერწმუნეთ, ბევრი მომავალი ოჯახი გადაურჩება დანგრევას სექსუალური განუვითარებლობისა და კულტურის არქონის გამო“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100