„სოციალური პარტნიორობა“ - თინა სირაძის დასახმარებლად!
ქალბატონი თინა სირაძე, საქველმოქმედო ფონდის „სოციალური პარტნიორობის“ ერთ-ერთი ბენეფიციარია. -„თქვენს გარეშე მეძალიან გამიჭირდებოდა“ - ასეთი სიტყვებით ხვდება ყოველ დღე თინა ფონდის ექთნებს.
ქალბატონი თინა ყოველთვის ოცნებობდა ბედნიერ ოჯახზე, რომელიც დიდ და მყუდრო სახლში იხცოვრებდა. მაგრამ ცხოვრებას თავისი გეგმები აქვს! თინას ჯერ მშობლები გარდაეცვალა, შემდეგ ერთადერთი და დაკარგა და დარჩა სრულიად მარტო, დიდ სახლში.
ახლობლების დაკარგვით შექმნილ სიმარტოვეს, თინა საინტერესო სამსახურით ივსებდა. იგი ტურბინებს აპროექტებდა და ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობაში იღებდა მონაწილეობას. როგორც თვითონ ამბობს - „სინათლის სხივი შეჰქონდა მაღალმთიან, მიუსვლელ სოფლებში.“ მაგრამ წლების წინ თინამ სამუშაოც დაკარგა და ჯანმრთელობის პრობლემებიც შეექმნა. მშობლების სახლი დროთა განმავლობაში დაზიანდა, კედლები ჩამოიშალა, ჩამოინგრა ჭერი. იმ ოთახებში, სადაც ადრე დიდი და მხიარული წვეულებები იმართებოდა ახლა შესვლაც კი სახიფათოა. თინას პატარა საკუჭნაოში მოუწია გადასვლა, სადაც ადრე დედამისი ზამთრის მარაგს ინახავდა. ეს უბრალო სათავსოა - ნესტიანი, ცივი, ბეტონის იატაკით და დაზიანებული კედლებით. ელემენტარული პირობები რომ შეექმნა, იატაკზე მუყაო დააფინა, მუყაოზე - ლინოლიუმი. თინას არც აბაზანა აქვს და არც სამზარეულო...
ფიქრობთ, რომ ახლობლების დაკარგვა და არაადამიანურ პირობებში არსებობა - ეს ყველაზე საშინელი რამაა, რაც შეიძლება ადამიანს დაემართოს? ნერვიულობის, გამოუვალი მდგომარეობის და გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობების გამო, თინას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც ძვირადღირებულ მკურნალობას მოითხოვს. სამწუხაროდ, ქალბატონ თინას ამის საშუალება არ აქვს. პენსია, მედიკამენტების და საკვების შესაძენად არ ჰყოფნის. კომუნალური გადასახადები, რომ შეამციროს გაზის გამათბობელს მხოლოდ მაშინ რთავს, როდესაც სიცივისგან ხელ-ფეხი ერთმევა.
ქალბატონ თინას, ისე როგორც არავის სჭირდება ჩვენი დახმარება და თანადგომა.
ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ იწყებს აქციას ქალბატონი თინა სირაძის მხარდასაჭერად. არ დარჩეთ გულგრილი. თუ გაქვთ საშუალება და გაგიჩნდებათ დახმარების სურვილი, თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ფონდის ანგარიშის ნომერზე GE15TB7194336080100003 (დანიშნულება: თინა სირაძე) ან პირდაპირ ფონდის ვებ-გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/118/.
თქვენი ნებისმიერი სახის, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დახმარება ქალბატონი თინასთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება!
ერთად უკვე ბევრ ადამიანს დავეხმარეთ, მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალეთ და მომავლის იმედი ჩავუსახეთ! მოდით, ქალბატონ თინასაც დავუდგეთ გვერდში და ვაგრძნობნოთ, რომ მარტო არ არის და რომ ერთად, ნებისმიერი პრობლემს მოვაგვარებთ!
მასალის გამოყენების პირობები:
არსებული მასალის გამოყენება სხვა ბეჭდვით, ინტერნეტ, ტელე-რადიო თუ სხვა საინფორმაციო საშუალებებში დასაშვებია პირველადი წყაროს (https://goo.gl/uZq0y0) ზუსტი მითითებით.
კომენტარი