სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტის მდგომარეობა არის შედარებით მძიმე" - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია, კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს.

მისი განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ეზუგბაია ამბობს, რომ ბოლო დღეებში დაინფიცირებულ ადამიანებს მანამდე შეხება ჰქონდათ დასენიანებული ქვეყნებიდან ჩამოსულ პაციენტებთან.

გარდა ამისა, ეზუგბაიამ ის კრიზისული პერიოდი დაასახელა, რომლის გადალახვის შემდეგაც, პაციენტები გამოჯანმრთელებას დაიწყებენ. ეზუგბაიას თქმით, საუბარია 13 დღეზე.

"25-ე დაინფიცირებული არის არა ახალი წყარო, არამედ მას ჰქონდა კავშირი დაინფიცირებულთან. პირველი გენერაცია არის ქვეყანაში შემოსული პაციენტები, რომლებსაც დაუდასტურდათ ვირუსი და ამ პირველ გენერაციას არ გავცდენილვართ. ველოდებით 7 პაციენტის ანალიზების პასუხს, დანარჩენების პასუხი უკვე ცნობილია და მათ არ დაუდასტურდათ ვირუსი. სულ ინფექციურში 22 ინფიცირებული პაციენტია.

"ინფიცირებულების ყველა კონტაქტი შესწავლილია. 22 პაციენტიდან 7-ს აქვს პნევმონია. 1 პაციენტის მდგომარეობა არის შედარებით მძიმე, მაგრამ სტაბილურია. პაციენტების დაავადებების პროგრესირება, მიუხედავად მკურნალობისა, შესაძლებელია პროგრესირდეს. პროგრესირება შეიძლება მოხეს 13 დღემდე. თუ გადავლახეთ ეს 13 დღე, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდება და გამოჯანმრთელებისკენ ტენდენცია ფიქსირდება. მოზარდის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია და მას განსაკუთრებული ჩივილები არ აქვს. გვიან ღამით ჩატარებული ტესტირების პასუხი დღის განმავლობაში გახდება ცნობილი", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100