სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ევროკომისია სრულად უჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობისთვის უპირობო ვიზალიბერალიზაციას"

ევროკომისია სრულად უჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობისთვის უპირობო ვიზალიბერალიზაციას - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ახალი პირობები არ ექნება, რამდენადაც მთავრობამ, საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერით, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა სრულად განახორციელა.

გიორგი კვირიკაშვილმა ჟან-კლოდ იუნკერს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებაში მისი პირადი თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვეს, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი უახლოეს თვეებში წარმატებით დასრულდება და საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100