ლიბერთი, უმაღლეს სასწავლებელთა შორის დაპროგრამებაში მსოფლიო ჩემპიონატის (ICPC) სტრატეგიული პარტნიორია.
ლიბერთი ბანკის მხარდაჭერითა და სტრატეგიული პარტნიორობით,
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, დაპროგრამირებაში უმაღლეს
სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალს და სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატს
უმასპინძლა.
ICPC-ის ნახევარფინალში 47-მა გუნდი, მათ
შორის სომხეთიდან 14, აზერბაიჯანიდან 16 და საქართველოდან 17
გუნდი მონაწილეობდა. დამატებით 10 უძლიერესი გუნდი კი სამხრეთ კავკასიის ღია პირველობაში
ეჯიბრებოდა ერთმანეთს. ICPC-ის ნახევარფინალი ერთდროულად სანქტ-პეტერბურგში, ალმათიში, ქუთაისში და ბარნაულში
ჩატარდა. სამხრეთ კავკასიის ღია პირველობის პერსონალური შეჯიბრებას, დისტანციურად
უკრაინის რამდენიმე საუკეთესო სტუდენტი-პროგრამისტი ესწრებოდა.
,,ლიბერთიმ, კორპორაციული
სოციალური პასუხისმგებლობის პრიორიტეტ მიმართულებად განათლება და ახალგაზრდა თაობის
მხარდაჭერა აირჩია. მოხარულები ვართ, რომ საშუალება მოგვეცა გავმხდარიყავით მსოფლიო
მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული შეჯიბრის - დაპროგრამებაში უმაღლეს სასწავლებელთა
შორის მსოფლიო ჩემპიონატის (ICPC) სტრატეგიული პარტნიორები.
აღნიშნულ ჩემპიონატზე
არაერთმა ნიჭიერმა ახალგაზრდამ გამოავლინა სათანადო უნარები, რომლებიც პროგრამირების
მიმართულებით ქვეყნის წამყვან კომპანიებში და მათ შორის ჩვენს ბანკშიც გააგრძელებენ
საქმიანობას.
გამორჩეული სტუდენტები,
ლიბერთისთან ერთად გადადგამენ პირველ კარიერულ ნაბიჯებს და ქვეყნის ერთერთ ყველაზე
მსხვილ დამსაქმებელ კომპანიაში მიიღებენ სამუშაო გამოცდილებას.“- თორნიკე ბენიძე,
ლიბერთის ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორი.
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია,
რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს
ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი
თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით -
360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით
საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა,
როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული
სერვისები და დისტანციური მომსახურება.
კომენტარი