არტერიული ჰიპერტენზიის აღმოჩენის ერთადერთი საშუალება წნევის გაზომვაა
17 მაისს მსოფლიომ ჰიპერტენზიის საერთაშორისო დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველოც შეუერთდა. ამასთან, მაისი ჰიპერტენზიის თვედ გამოცხადა და კამპანიამ „გაიზომე წნევა - ამას შენთვის გეუბნები“ სტარტი აიღო. კამპანია სოციალური და გლობალური პროექტია, რომელიც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების (ჰიპერტენზიის) პრევენციასა და მართვის ხელშეწყობას ემსახურება, როგორც საქართველოში, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
კამპანიის, #ამასშენთვისგეუბნების
ძირითადი მიზანია ახალგზარდებზე აქცენტის გაკეთება,მათი მოტივირება რათა მოუწოდონ მშობლებს,რომ
გაუფრთხილდნენ თავიანთ ჯანმრთელობას. შვილებმა უნდა მოუწოდონ მშობლებს,რომ არ უგულებელყონ
მაღალი არტერიული წნევა,სისტემატიურად გაიზომონ წნევა,დროულად მოახდინონ დაავადების
დიაგნოსტირება, მიმართონ ექიმს და რაც მთავრია დაიწყონ მკურნალობა. საინტერესოა ისიც,რომ
აღნიშნული კამპანია ცდილობს,რომ ინფორმაცია მიაწოდოს,როგორც იმ ადამიანებს,რომლებიც
რისკის ჯგუფს წარმოადგენენ ასევე, მათ ახლობლებსა და მეგობრებს.
როგორც სპეციალისტები
განმარტავენ, სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი დღეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2012 წელს მათ 17.5 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა. მათგან 7.4 მილიონი გულის იშემიური დაავადებით გარდაიცვალა, 6.7 მილიონი კი ინსულტით. ჯანმოსავე მტკიცებით, სიკვდილის შემთხვევათა 80%-ის თავიდან აცილება შესაძლებელია. როგორ? იმ რისკფაქტორების მოდიფიცირებით, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს და ლეტალური შედეგის ალბათობას ზრდის. ამ ფაქტორებს შორის წამყვანი ადგილი არტერიულ ჰიპერტენზიას უკავია.
პრობლემის მასშტაბურობის ნათელსაყოფად, ვფიქრობ, შემდეგი მონაცემებიც იკმარებს: ყოველწლიურად 9.4 მილიონი გარდაცვალება ამა თუ იმ კუთხით არტერიულ ჰიპერტენზიასთანაა დაკავშირებული; ყოველი ათი ზრდასრულიდან სამს მაღალი არტერიული წნევა აქვს; ჰიპერტენზიით დაავადებული 1.8 მილიარდი ადამიანიდან თითქმის ნახევარმა არ იცის ამის შესახებ; მათ შორის, ვინც იცის, ყველა არ ემორჩილება მკურნალობას. ყოველივე ამის გამო არტერიული ჰიპერტენზია თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ უმთავრეს სამედიცინო პრობლემად მიიჩნევა. საშუალოზე მძიმეა მაჩვენებლები ჩვენს ქვეყანაში – ყოველი ათი გარდაცვლილიდან ხუთის სიკვდილის მიზეზი სწორედ არტერიული ჰიპერტენზიაა. რაც ყველაზე საგანგაშოა, ჰიპერტენზიით დაავადებული ხუთი ადამიანიდან სამი არ მკურნალობს.
რა სიმპტომები ახასიათებს ჰიპერტენზიას, როგორ ვმართოთ და ვუმკურნალოთ მას?
რა რისკ-ფაქტორები არსებობს, ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე,
გვესაუბრება გვესაუბრება, ნ. ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის კლინიკის კარდიოლოგიური
სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ზურავ
ფაღავა
-
საზოგადოების გარკვეული ნაწილი საერთოდ არ არის ინფორმირებული ჰიპერტენზიის
შესახებ, ნაწილმა კი, იცის დაავადების შესახებ, მაგრამ დიდ ყურადღებას არ აქცევს. კამპანიის პირველი მიზანია მოხდეს საზოგადოების ინფორმირება
ჰიპერტენზიის გამომწვევი მიზეზებისა და რისკ-ფაქტორების შესახებ. აუცილებელია,რომ მოვუწოდოთ
ყველას,რომ გაიზომონ არტერიული წნევა და მაღალი ციფრების დაფიქსირების შემთხვევაში
მიმართონ ექიმს შემდგომი დიაგნსოტირებისა და მკურნალობისთვის.
-
მაინც რა არის ეს წნევა?
-
არტერიული წნევა ძალაა, რომლითაც სისხლი სისხლძარღვებს ეჯახება. როცა ეს ძალა მეტისმეტად დიდია, გულს გაძლიერებული მუშაობა უხდება, რაც სისხლძარღვებს აზიანებს და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის განვითარების რისკს წარმოშობს. საშიშროება ემუქრება ყველა ორგანოს, რომლამდეც სისხლძარღვი მიდის და რადგან ყველა ორგანო ასეთია, არტერიული ჰიპერტენზია მთელ ორგანიზმს უქადის საფრთხეს.
-
თქვენ თუ
იზომოვათ წნევას და რამდენად რეგულარურად ?
-
ზოგჯერ,მე
ვიცი ჩემი წნევის დიაპაზონი და შესაბამისად ვიზომავ მაშინ,როდესაც ვგრძნობ ამის საჭიროებას.
საერთოდ ერთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი,რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს წნევა
თუ ადამიანს წნევა არ აქვს ის ადამიანი ცოცხალი არ არის. საერთოდ, წნევა ადამიანს ეხმარება
გარემოსთან შეგუებაში. როდესაც ადამიანის ორგანიზმს სჭირდება უფრო მეტი სისხლი,მეტი
ჟანგბადი წნევა,მატულობს. როდესაც არ არის ამის საჭიროება წნევა დარეგულირებულია.სწორედ
ეს გარემოებაა ზოგადად,წნევის წარმართველი წნევის რეგულაციაში. როდესაც,ადამიანს უფიქსირდება
წნევის რიცხვების მატება ნიშნვას იმას,რომ ადამიანის ორგანიზმში ამ დროს მიმდინაორებს
რაღაც პათოლოგიური პროცესი რის საპასუხოდაც წნევამ მოიმატა და გაჩერდა დიდი ხნის განმავლობაში.
-
რა შველის წნევას?
-
არტერიული
წნევა ეს არის დაავადება,რომელიც აზიანებს სისხლძარღვებს. სწორედ ეს იწვევს ისეთ დაავადებს,როგორიცაა
ინსულტი, ინფაქტი და ა.შ წნევას აქვს რისკ-ფაქტორები,რადგან
ვამბობთ რისკ-ფაქტორებს ეს იმას ნიშნავს,რომ ჩვენ მისი ზუსტი მიზეზები არ ვიცით. სამაგიეროდ
,გვაქვს ისეთი წამლები, რომლებიც უზრუნვლყოფს წნევის მაჩვენებლის დარეგულირებას. წარმოუდგენელია,
რომ წნევის დარეგულირება მხოლოდ ერთჯერადად მიღებული მედიკამენტით მოხდეს. სასიცოცხლოდ
აუცილებელია,რომ ადამიანმა მუდმივად მიიღოს ექიმის მიერ დანიშნული საჭირო მედიკამენტები
და იკონტროლოს სისხლის წნევა. ეს ყველაფერი განაპირობებს სხვა რისკ-ფაქტორების თავიდან
აცილებას.
-
გენეტიკური თუ არის ჰიპერტენზია ?
-
გენეტიკური
განწყობა არსებობს და გარკვეული გავლენა აქვს,მაგრამ მას არ იწვევს ერთ რომელიმე გენი
. როდესაც ერთი რაიმე კონკრეტული გენი იწვევს წნევის მომატებას მას სიმპტომური ჰიპერტენზია
ეწოდება.
-
როგორ აღმოვაჩინოთ?
- არტერიულ ჰიპერტენზიას ჩუმ მკვლელს უწოდებენ, რადგან ბევრი ისე ატარებს მაღალ წნევას, რომ არც კი იცის ამის შესახებ. სიმპტომები მანამდე არ იჩენს თავს, სანამ ორგანიზმს შესამჩნევი ზიანი არ მიადგება. როგორც გითხარით, საწყის ეტაპზე (კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე) ჰიპერტენზიის აღმოჩენის ერთადერთი საშუალება წნევის გაზომვაა. სწორედ ამიტომ მოგვიწოდებენ ექიმები, განსაზღვრული პერიოდულობით ვიკონტროლოთ წნევა, განურჩევლად იმისა, გვაწუხებს თუ არა რამე.
კომენტარი