სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

385 ლარი უნდა შევკრათ და როგორ თან დღეეს

ლაგოდეხსა და ყვარელში პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურამ მაჭარაშვილი სოფლების ნინიგორის და სვიდებას მოსახლეობას შეხვდა.

მაჭარაშვილმა შეხვედრისას ამომრჩეველს „ქართული ოცნების“ გეგმები გააცნო. მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, დასრულდება სხვადასხვა მიმართულებით დაწყებული პროექტები, სწრაფი ტემპებით დაიწყება მუნიციპალიტეტის გავითარების პროცესი.

„2017 წელს ლაგოდეხის პრაქტიკულად ყველა სოფელს ექნება ბუნებრივი აირი, გაგრძელდება შიდა გზების ასფალტირების სამუშაოები. თბილისი - ლაგოდეხის მიმართულებით დაიწყება ახალი ავტობანის მშენებლობა, რომელის გამტარუნარიანობა დღევანდელზე 4-ჯერ უფრო მეტი იქნება. შენარჩუნდება და დაიხვეწება სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის და ჯანდაცვის პროგრამები“ - აღნიშნა კანდიდატმა.

მისივე თქმით, პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ლაგოდეხის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. შეხვედრაზე ითქვა, რომ განვითარებული ინფრასტრუქტურის პირობებში ლაგოდეხსა და ყვარელში მკვეთრად გაიზრდება ტურისტების რაოდენობა, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას, მცირე საოჯახო ბიზნესის განვითარებას. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ამომრჩეველთან შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაცაციის საკითხებზეც. გურამ მაჭარაშვილის თქმით, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს აქვს კონკრეტული გეგემები ევროპისა და ჩინეთის ბაზრებზე ქართული პროდუქციის გატანასთან დაკავშირებით.

„მეწარმეები თქვენგან, ფერმერებისგან შეიძენენ სოფლის მეურნეობის პროდუქციას და მომავალი წლიდან უკვე შესაძლებელი გახდება ამ პროდუქციის სხვადსხვა სახით გატანა ჩინეთის ბაზარზე,ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმით“,-აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

(რეკლამა)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100