ღარიბაშვილის შეხვედრა „ჰუალინგ ჯგუფის“ პრეზიდენტთან
საქართველოს მთავრობა ოლიმპიურ სოფელში დევნილებისთვის ახალი კორპუსების შეძენაზე მოლაპარაკებებს მართავს. აღნიშნული საკითხი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და „ჰუალინგ ჯგუფის“ პრეზიდენტ მი ენჰუას დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.
მთავრობამ ოლიმპიურ სოფელში 8 კორპუსი უკვე შეიძინა, რომელიც დევნილ ოჯახებს საკუთრებაში გადაეცემათ. დამატებითი კორპუსების შეძენაზე კი მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში დასრულდება.
„ჰუალინგ ჯგუფის“ პრეზიდენტმა მთავრობის მეთაურს საქართველოში თავისუფალი ბიზნესგარემოს უზრუნველყოფისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „ჰუალინგი“ საქართველოში ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას გეგმავს. პრემიერ-მინისტრი ინვესტორს მაქსიმალურ მხარდაჭერას დაჰპირდა.
„ჰუალინგ ჯგუფის“ პრეზიდენტმა შეხვედრისას ასევე განსაკუთრებით აღნიშნა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პერიოდში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩართულობის მნიშვნელობა. ირაკლი ღარიბაშვილმა მი ენჰუას ოლიმპიური სოფლის პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა და თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა.
კომენტარი