12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ნუ ჩაიკეტებით საკუთარ ნაჭუჭში, გახალისდით, ჩაერთეთ კომუნიკაციებში, შეხვდით მეგობრებს, დაალაგეთ სამომავლო გეგმები. ძირითადი სირთულეები უკვე გავლილი გაქვთ.
კურო
თქვენი შესაშური დიპლომატიისა და მოთმინების წყალობით ყველაფერს გაუმკლავდებით. ნუ იჩქარებთ, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და მიანდეთ მოვლენები თვითდინებას.
ტყუპები
თქვენი მჭერმეტყველებისა და ოსტატური კომუნიკაციების დახმარებით ყველა რთულ საკითხს მარტივად გაართმევთ თავს. სასიკეთოა დღე პირად-სასიყვარულო კუთხით.
კირჩხიბი
ცვლილებებია მოსალოდნელი როგორც პირად, ასევე საქმიან სფეროში. შესაძლოა შეხვდეთ დიდი ხნის უნახავ ადამიანს, რომელიც თქვენი შთაგონების წყაროდ იქცევა.
ლომი
განსაკუთრებით სასიკეთოა დღე პირადი ურთიერთობების დასალაგებლად, ასე რომ იაქტიურეთ. დღეს სამყარო თქვენს მიმართ კეთილგანწყობილია.
ქალწული
მრავალფეროვანი და სიახლეებით დატვირთული დღეა. მოგიწევთ ყველაფერზე ფიქრი, დაგეგმარება, დელეგირება, მაგრამ საყვარელი ადამიანების გარემოცვა მოგცემთ კიდევ უფრო მეტის კეთების ძალას.
სასწორი
ნაყოფიერი დღეა კარიერული კუთხით. შესაძლოა მნიშვნელოვანი საკვანძო საკითხები სწორედ ახლა გახსნათ. ენდეთ კოლეგებს და გქონდეთ მათი მხარდაჭერის იმედი.
მორიელი
დღეს მეტად სენსიტიური და ემოციური ხართ, ამიტომ ყველაფერს მძაფრად აღიქვამთ. ეცადეთ მნიშნელოვანი საქმეები მომდევნო დღეებისთვის გადადოთ.
მშვილდოსანი
მშვენიერი განწყობა გაძლევთ ძველი საქმეების დასრულების მოტივაციას, დღე სასიკეთოა რომანტიული შეხვედრებისთვის. ნუ გადაამეტებთ ალკოჰოლის მიღებისას.
თხის რქა
შესაძლოა თავი შეგახსენონ ძველმა ნაცნობებმა ან სიტუაციებმა, გაამახვილეთ ყურადღება თქვენს მხარდამჭერებზე, სწორედ ისინი გაგიწევენ მეგზურობას ახალ ასპარეზზე.
მერწყული
იზრუნეთ ენერგო-ტონუსის ამაღლებაზე, სამუშაო დღის შემდეგ მეგობრებთან ერთად გადით ბუნებაში, განიტვირთეთ და მნიშვნელოვანი საქმეები სამომავლოდ გადადეთ.
თევზები
აქტიური და პოზიტიური დღეა. გამოიყენეთ ამ დღის შესაძლებლობები რთული საკითხების დასალაგებლად, მოლაპარაკებებისთვის. სასიკეთოა ნებისმიერი სახის მგზავრობა.
კომენტარი