სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლების შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება

რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლების შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება, - რუსული მედიის ცნობით , ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.


"ჩვენ ვეხმაურებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე ზურაბ აბაშიძის დანიშვნას. დავამყარებთ მასთან კონტაქტს და ვიმედოვნებთ, რომ ეს შეხვედრა რაღაცას გაარკვევს", - აღნიშნა ლავროვმა.


რუსეთის პირველი დიპლომატი ირწმუნება, რომ რუსეთი საქართველოსთან კონტაქტების წინააღმდეგი არასდროს იყო და მზად იყო კომპრომისებიც მოეძებნა. ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი მზადაა აღდგეს საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის რუსეთში შეტანა. "არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველოში ელექტროენერგია რუსული კომპანიის მონაწილეობით შედის", - დასძინა ლავროვმა.

სერგეი ლავროვის განცხადებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე გამოეხმაურა .


"მივესალმებით ბატონ სერგეი ლავროვის გუშინდელ განცხადებას და ვადასტურებთ, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება ჩემი არაფორმალური შეხვედრა რუსეთის მხარის წარმომადგენელთან. ევროპაში შეხვედრის ადგილი და დრო ზუსტდება. ასევე, დადებითად აღვიქვით ბატონ ლავროვის კომენტარი იმის თაობაზე, რომ მოსკოვი მზად არის, აღდგეს საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები. ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენ მზად ვართ რუსეთის ფედერაციასთან სოლიდური და კონსტრუქციული დიალოგისათვის",- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100