სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მშობიარობის სამი დაუჯერებელი ისტორია

აღნიშნულ სტატიაში მოთხრობილია ქალბატონებზე, რომლებსაც გამოუვალ სიტუაციასა და ყველაზე უჩვეულო ადგილებში მოუხდათ მშობიარობა. ქვემოთ მოყვნილმა სამმა ისტორიამ შესაძლოა ნებიმიერ მკითხველზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინოს.

მშობიარობა ხეზე, წყალდიდობის დროს...

ეს ისტორია 2000 წელს, მოზამბიკში წყალდიდობის დროს დაფიქსირდა. ქალბატონს სოფია ერქვა და იგი ორსულობის მეცხრე თვეში იმყოფებოდა. წყალდიდობა კი მოულოდნელად დაიწყო და თავის დახსნა მხოლოდ ხეზე აძრომით იყო შესაძლებელი. სოფია ასეც მოიქცა. თუ როგორ მოახერხა ეს ყოველივე ცხრა თვის ორსულმა ქალბატონმა დღემდე უცნობია.

ხეზე სოფიამ სამი დღე დაყო. ხეს კი წყალი აწყდებოდა. ქალბატონმა აღნიშნული დღეები შიშსა და შიმშილში გნვლო. წყალს შეეძლო ნებიმიერ დროს ხისთვის მიწა გამოეშალა და სოფიას გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდა. სწორედ მსგავსმა სიტუაციამ განაპირობა მშობიარობის დაწყება.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ქალბატონმა წარმატებით იმშობიარა. მას ვაჟი შეეძინა. ქალბატონი აუტანელ ტკივილებს მარტოობასა და ექსტრემალურ სიტუაციაში გაუმკლავდა. მან საკუთარი შვილის სიცოცხლის გადარჩენაც მოახერხა. ეს ისტორია შეგვიძლია სასწაულსაც კი მივაწეროთ.

მშობიარობა ავტომობილში, რომელიც წყალში იძირებოდა...

ეს ისტორია წარმოუდგენელი ფაქტებით არის გაჯერებული და შესაძლოა რთულად დასაჯერებელიც კი იყოს, მაგრამ ამ ყოველივეს მრავალი თვითმხილველი ჰყავს, რომელბიც მას დეტალურად აღწერენ.

დილის ხუთ საათზე ამერიკელ ქალბატონს, კანეტი ბიგს მშობიარობა დაეწყო. მან სამედიცინო დაწესებულებაში წასვლა დამოუკიდებლად გადაწყვიტა და ავტომობილის საჭესთან დაჯდა. მომავალი დედა 21 წლის გახლდათ და იგი თავის სიტუაციას მშობლებს უმალავდა, სწორედ ამიტომ მან დახმარება ვერავის ვერ სთხოვა. მიუხადავად ამისა, მან ორსულობის საიდუმლოდ შენახვა მაინც ვერ შეძლო, მის ისტორიას მსოფლიოს სხვადასხვა მედიასაშუალებები წარმატებით აშუქებდნენ.

გოგონამ მშობლების ავტომობილი ავტოფარეხიდან გამოიყვანა და დიდი სისწრაფით გაეშურა სამედიცინო დაწესებულებისკენ. გზაში მას სამშობიარო ტკივილები გაუმძაფრდა, კონტროლი დაკარგა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. ავტომობილი ტბაში ჩავარდა და ნელ-ნელა ჩაძირვა დაიწყო.

გოგონას გაუმართლა. აღნიშნული შემთხვევიდან რამდენიმე წუთში გზაზე პოლიციის ავტომობილმა ჩაიარა და ამ სიტუაციამ სამართალდამცავების ყურადღება მიიპყრო.

ბიგსმა ავტომობილში იმშობიარა, მას ქალიშვილი შეეძინა. სამაშველო სამუშაოების დაწყებისთვის ავტომობილში უკვე ორი მგზავრი იმყოფებოდა, რომელბიც სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდნენ.

დედა-შვილის გადარჩენა მოხერხდა. როგორც ცნობილია ბიგს მშობლებმა ტყუილი აპატიეს და ახლა გოგონა ქალიშვილს თავად, ბებიისა და ბაბუის დახმარებით ზრდის.

მშობიარობა მატარებლის საპირფარეშოში...

ეს ისტორია ინდოეთში, სამგზავრო მატარებელში დაფიქსირდა. 33 წლის ფეხმძიმე ბჰური კალბი მატარებლის საპირფარეშოსკენ გაემართა. აუცილებელია აღინიშნოს, რომ მსგავს მატარებლებში საპირფარეშოს სისტემა საკმაოდ მარტივია, ფეკალიები პირდაპირ ლიანდაგზე იღვრება.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, შვიდი თვის ორსულმა ქალბატონმა საპირფარეშოში ისე მოულოდნელად იმშობიარა, რომ თავადაც ვერ მიხვდა და ახალშობილი საპირფარეშოს ვიწრო მილში აღმოჩნდა. აუტანელმა ტკივილებმა კალბი უკან შეატრილა, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო ყვირილი.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ახალშობილი მილიდან წარმატებით ამოიყვანეს და მას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღმოაჩნდა. დედა-შვილი უახლოს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. კალბი ქალიშვილს მეუღლესთან ერთად ზრდის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100