სასწრაფოდ: ზურა ტარყაშვილის დედა განცხადებას ავრცელებს
"2011 წლის 17 ოქტომბერს, დღის სამ საათზე, უამრავი მოწმის თვალწინ, რუსთაველზე, 5-მა კრიმინალმა 23 წლის შვილი, ზურა ტარყაშვილი მომიკლა.
ზუკა, დავით რუსიშვილმა, ირაკლი აგლაძემ, ივერი გოგბერაშვილმა, დავით ჯოხაძემ, რომლის ბიძაშვილი, ცნობილი კრიმინალი სოსო ჯოხაძე იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მეგობარია (ეს გავრცელებული ფოტოებითაც დადასტურდა) და ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის სიძემ, მინდია გოგოჭურმა მოკლა.
მკვლელი მინდია გოგოჭური არის მარგველაშვილის მეგობარი ქალბატონის, მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას ქმარი. მაშო ჩიჩუას მარგველაშვილი შვილობილად მოიხსენიებს ერთ-ერთ ინტერვიუში.
გოგოჭურმა, რამდენიმე კვირის წინ, მარგველაშვილის ქალიშვილის, ანი მარგველაშვილისგამო სოლოლაკში დაჭრა ვინმე ბაჩო სირაძე. პოლიციას კი არ დაუკავებია მინდია გოჭური.მას არც ჩემი შვილის მკვლელობის გამო ეძებენ.
ჩემი შვილის ერთ-ერთი მკვლელი, მინდია გოგოჭური, მარგველაშვილის მფარველობით დღეს თავისუფლად დადის თბილისში და მასპოლიცია ვერ ეხება.
ის რომ გოგოჭური ჩემი შვილის მკვლელია იცის როგორც პოლიციამ, ისე პროკურატურამ. ეს ვიდეო-მტკიცებულებებითაც დასტურდება. გამომძიებლები და პოლიციელები გვეთანხმებიან იმაში რომ ზუკა მათ შორის გოგოჭურმა, მარგველაშვილის შვილობილის ქმარმა მოკლა, მაგრამ პირად საუბარში გვეუბნებიან რომ მას მკვლელობის ბრალდებას ვერ წაუყენებენ.
რაც შეეხება დავით ჯოხაძეს, რომელსაც იუსტიციის მინისტრი მფარველობს, მას არა ჩემი შვილის მკვლელობის, არამედ დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო ეძებენ. თუმცა, ეძებენ ფორმალურად, რეალურად კი, გოგოჭურს, აგლაძეს და ჯოხაძეს პოლიცია არ აკავებს.
პროკურატურა და შს მინისტრის მოადგილე, ალეკო ტაბატაძე გვპირდება რომ ჯოხაძეს ბრალს დაუმძიმებენ და მკვლელობის ბრალდებას წაუყენებენ, მაგრამ ეს დაპირება უკვე 10 თვეა გრძელდება.
ჩვენ გაგვაჩნია კონკრეტული მტკიცებულებები, რომელსაც უახლოეს დღეებში გავავრცელებთ, სადაც დეტალურად იქნება ახსნილი თუ რა მოხდა რეალურად, ვინ დამალა ვიდეო-კადრები, რომელი პოლიციელი თუ პროკურორი იყო ჩართული ჯოხაძის და გოგოჭურისთვის მკვლელობის ბრალდების აცილებაში.
ზუკას მკვლელობისთვის დღეს მხოლოდ სამი პირია გასამართლებული - დავით რუსიშვილი (რუსიშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ სცნეს და მოსამართლეს სასჯელის დამძიმების რეკომენდაციით მიმართეს - მიესაჯა 21 წელი), ივერი გოგბერაშვილი (მას 24 წელი მიუსაჯეს) და ძებნილი ირაკლი აგლაძე (მას 31 წელი მიუსაჯეს).
ხოლო დანარჩენ ორ მკვლელს, დავით ჯოხაძეს და მარგველაშვილის სიძეს, მინდია გოგოჭურს დღემდე აფარებენ ხელს"
ზურა ტარყაშვილის დედა, თამილა კოჭლამაზაშვილი
კომენტარი