რუსთავში რესტორანთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად რამდენიმე მამაკაცია ნაცემი
რუსთავში, ბარ-რესტორან "შარკთან" წუხელ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს ბარის დაცვამ, გაფრთხილების მიზნით, ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა. თავდაპირველად სიტყვიერი, შემდგომ კი ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი, ახალგაზრდების ბარში სიგარეტით შესვლა გახდა, ჩხუბი რესტორნის გარეთაც გაგრძელდა.
არსებული ინფორმაციით, ნაცემია რამდენიმე მამაკაცი, მათ შორის რესტორნის დაცვის თანამშრომელი. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.
გამოძიება სსკ-ის 126 მუხლითაა დაწყებული, რაც ძალადობას გულისხმობს.
კომენტარი