სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პუტინი და მედვედევი ერთმანეთის პირისპირ

ნატოს სამიტის შემდეგ რუსეთის შიდაპოლიტიკურ წინააღმდეგობებზე დასავლურ პრესაში სტატიების სერია გამოჩნდა. კრემლის საშინაო პოლიტიკას ევროპელმა ექსპერტებმა უკვე უწოდეს "შიზოფრენიის შეტევა."
დფსფსდფსდ
ევროპელი პოლიტოლოგები და ჟურნალისტები ყურადღებას ამახვილებენ იმ მოვლენაზე, რომ უკანასკნელი ნახევარი წლის განმავლობაში ქვეყნის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი სულ უფრო მეტად პროდასავლურ და პროამერიკულ საშინაო პოლიტიკას ატარებს ორი მთავარი მიმართულებით: ერთი ესაა ირანის ბირთვული პროგრამისადმი დასავლეთის ქვეყნების დამოკიდებულების მხარდაჭერა და მეორე, ნატოსთან დაახლოება.
დფსფსდფსდ
დასავლური მედიის აზრით, მედვედევი აქტიურად ცდილობს იმ აზრის დანერგვას, რომ რუსეთის მოდერნიზაცია და ეკონომიკური აღმავლობა მხოლოდ აშშ-სთან და დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავებითაა შესაძლებელი. ახლანდელ პრემიერ-მინისტრს პუტინს კი, როგორც ცნობილია, სრულიად საწინააღმდეგო მოსაზრებები აქვს.
დფსფსდფსდ
პუტინის აზრით, მხოლოდ სრული კონტროლით საკუთარ ენერგორესურსებზე, ასევე საბჭოთა კავშირის დროინდელ მეკავშირებთან ურთიერთობების შენარჩუნებით შეძლებს რუსეთი შეინარჩუნოს თავისი სუვერენიტეტი და განახორციელოს ეკონომიკური მოდერნიზაციის გეგმები.
დფსფსდფსდ
ევროპელი სპეციალისტები ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ ეს ორი მოსაზრება, ორი გზა, სულ უფრო მეტ წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან, 2012 წლის მოახლოებასთან ერთად, როდესაც უნდა გაიმართოს საპრეზიდენტო არჩევნები. ამ დრომდე, როგორც პუტინი, ისე მედვედევი არ ხსნიან კარტებს და არ ამხელენ, თუ ბოლოს და ბოლოს რომელი მათგანი დააყენებს არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას.
დფსფსდფსდ
ორ ხელმძღვანელს შორის ბრძოლამ უკვე ქუჩაშიც გადაინაცვლა. ბრძოლა განსაკუთრებით გამძაფრდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პუტინის და მედვედევის რეიტინგები თითქმის გათანაბრდა. რუსეთის დრევანდელი პრემიერ-მინისტრი მოვლენების ასეთ განვითარებას ნამდვილად არ ელოდა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საპრეზიდენტო პოსტზე მედვედევი თავად წამოაყენა. დღეს კი ფაქტია, რომ პრემიერი და პრეზიდენტი ერთიან გუნდს აღარ წარმოადგენენ და მათი გზები გაიყარა.
დფსფსდფსდ
მედვედევი ნატოს ლისაბონის სამიტზე ფრიად მეგობრულად მიიღეს. რუსეთის პრეზიდენტს დასავლეთის სახელმწიფოთა მეთაურებთან უამრავ საგარეო და საშინაო საკითხზე ერთიანი მოსაზრებები აღმოაჩნდა, რასაც ვერავინ იტყვის პრემიერის მოსაზრებებზე.

ერთადერთი რაზეც რუსეთის ეს ორი ხელმძღვანელი თანხმდება, ფაქტობრივად, მხოლოდ ავღანეთის პრობლემის გადაწყვეტაა. კრემლის შიგნით სერიოზული დაპირისპირებისათვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს და გატყდება თუ არა ციხე შიგნიდან, ეს, სავარაუდოდ, ახლო მომავალში გაირკვევა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100