სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ფარული ვიდეო მასალა (ვიდეო)

შს სამინისტროს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოვლენილია საჯარო მოხელეების, მათ შორის პოლიციის თანამშრომლების მოსყიდვის და მოსყიდვის მცდელობის ფაქტები, რამაც ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ, ხშირი ხასიათი მიიღო. ჩვენ გადმოგცემთ ამ ფაქტების ამსახველ ოპერატიულ ვიდეოჩანაწერს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ მიერ დაკავებულები არიან გიორგი ღერკერაშვილი, გიორგი ძოწენიძე, კობა სამხარაძე და პოლიციის თანამშრომელი რომან მაისურაძე. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პოლიციელის მოსყიდვის ერთ-ერთ ფაქტზე ამოღებულია პოლიციელისთვის შეთავაზებული 50 000 აშშ დოლარი. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სხვა პირების მიმართაც მიმდინარეობს. იმის გამო, რომ ერთ-ერთ მოსყიდვის საქმეში ფიგურირებს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ალეკო ტაბატაძე, შინაგან საქმეთა სამინისტრო მასთან დაკავშირებულ მასალას შემდგომი რეაგირებისთვის გადასცემს საქართველოს მთავარ პროკურატურას.

იხილეთ ვიდეო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100