სტიქია ხაშურსა და ქარელში - ადიდებული მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა
შიდა ქართლის სოფლებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დაწყებას ელოდებიან. ხაშურის გარდა, უამინდობამ პრობლემები შექმნა ქარელის მუნიციპალიტეტშიც. ძლიერი ქარის და გადაუღებელი წვიმის გამო, ათობით სახლი სახურავის გარეშეა დარჩენილი. დატბორილია სახლები და ნაკვეთები. დაიხოცა შინაური ფრინველიც. მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების სტიქიის ზონაში გამოჩენას ამ დრომდე ელოდება.
გარდა ამისა, სოფელ ნაბახტევში, უამინდობის გამო, დაზიანდა ერთადერთი ხიდიც, რომელიც სოფელს მთავარ მაგისტრალთან აკავშირებს. მეორე ხიდი წინა სტიქიებმა გაანადგურეს. ახლა კი შესაძლოა, სოფელი საბოლოოდ მოწყდეს გარესამყაროს. ქარელის მკვიდრები დახმარებას ითხოვენ.
კომენტარი