მოსკოვში შიდასაქალაქო „მარშრუტკის“ მძღოლმა მგზავრი გოგონა გაძარცვა და გააუპატიურა
კვირას, ღამის საათებში მოსკოვში სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლმა 19 წლის სტუდენტი გოგონა გაძარცვა და გააუპატიურა, – ამის შესახებ "ინტერფაქსი" იტყობინება.
გოგონას ვინაობა და სასწავლებელი, სადაც ის სტუდენტად ირიცხება, სააგენტოს არ დაუსახელებია, თუმცა, დანაშაულის დეტალები ცნობილია: შემთხვევა ნომერ 506 მარშრუტით მოძრავ მანქანაში, კუტუზოვის პროსპექტზე მოხდა. როცა სამარშრუტო ტაქსმა მატვეევის ქუჩაზე გადაუხვია, 19 წლის გოგონა ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც იმ დროს მანქანაში იმყოფებოდა.
მძღოლმა მანქანა ქუჩის კუთხეში მიაყენა, მოულოდნელად თავს დაესხა გოგონას და გააუპატიურა, შემდეგ კი iPad პლანშეტი და iPhone წაართვა, სალონიდან ქუჩაში ჩასვლა აიძულა და მიიმალა.
დაზარალებული გამვლელმა მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მან თავდამსხმელი ვიზუალურად აღწერა: სლავური აღნაგობის, დაახლოებით 40 წლის, ჩაფსკვნილი მამაკაცი. პოლიცია დამნაშავეს ამ დრომდე ეძებს.
კომენტარი