ვლადიმერ პუტინის უახლოესი ადამიანი კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დიმიტრი პესკოვი კორონავირუსის დიაგნოზის შესახებ მედიას თავად განუცხადა.
ბოლო, 12 მაისის მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 232 243-ს მიაღწია, აქედან 10 899 შემთხვევა ახალია. ამრიგად, რუსეთი მსოფლიოში ამ მაჩვენებლით აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს.
კომენტარი