"ერთადერთი რასაც წინასწარ გაგიმხელთ არის ის, რომ..."
„ნანუკა შოუ აღარ იქნება“ - ამ ინფორმაციას ინტერნეტში დიდი ხამაური მოჰყვა, თუმცა როგორც გაირკვა გადაცემა არ იხურება, ის უბრალოდ იცვლის სახეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში კომენტარი გააკეთა თავად ნანუკა ჟორჟოლიანმა.
“მადლობა დღევანდელი რეიტინგისთვის.
მადლობა ყველა ოთხშაბათისთვის!
სექტემბრიდან ბევრ სიახლეს გპირდებით. იმედია ჩვენ შევძლებთ რაღაც ახალის და საინტერესოს გაკეთებას.
ერთადერთი რასაც წინასწარ გაგიმხელთ არის ის, რომ ბუნებრივია ჩვენ არ გავალთ ჩვენი სეგმენტიდან და არანაირი პოლიტიკა არ იქნება გადაცემაში.
ჩვენ გადაცემას ვაკეთებთ ყველაზე და ყველასთვის.” – წერს ნანუკა პირად ფეისბუქ გვერდზე
კომენტარი