სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ქართული ოცნება" ოფისების გარეშე დარჩება?

კოალიცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთი წარმომადგენელი, ადვოკატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ შესაძლოა, “ქართული ოცნება” ოფისების გარეშე დარჩეს, - ეს განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა შპს "მენეჯმენტ სერვისი" 5 მილიონ ლარამდე თანხით დააჯარიმა.

სწორედ ამ კომპანიისგან ქირაობს ოფისებს “ქართული ოცნება”, ხოლო კომპანიის დირექტორი ბესიკ დემეტრაშვილი ამბობს, რომ ჯარიმა კომპანიის ხელთ არსებულ აქტივებს აღემატება, რაც მის გაკოტრებას გამოიწვევს.

ეკა ბესელიამ კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი ნათია მოგელაძე სუბიექტურობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მას “ქართული ოცნების” ოფისების დახურვა სურს. ამ განცხადების შემდეგ ბესელიამ კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 11 მაისს საქართველოს კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შპს „მენეჯმენტ სერვისის“ წინააღმდეგ, რომლითაც აღნიშნული საწარმო მოქალაქეთა სამი პოლიტიკური გაერთიანების - „რესპუბლიკური პარტიის“, „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ და „ეროვნული ფორუმის“ სასარგებლოდ უკანონო შემოწირულობების განხორციელებაში დაადანაშაულა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100