სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იულია ტიმოშენკო: იანუკოვიჩმა მოსამართლეს ჩემი დაპატიმრება უბრძანა

უკრაინის ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა იულია ტიმოშენკომ უკრაინელ ჟუნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენმა ვიქტორ იანუკოვიჩმა მისი დაპატიმრების ბრძანება გასცა. ტიმოშენკოს, თქმით, იანუკოვიჩი ყველანაირ ხერხს მიმართავს, რათა ის თავიდან მოიშოროს.

,,ჩვენი ინფორმაციით, იანუკოვიჩმა მოსამართლეს უბრძანა, რომ უკრაინის დამოუკიდებლობის დღემდე, 24 აგვისტომდე ჩემი დაპატიმრების ბრძანება გასცეს. მან მოსამართლეს ასევ დაავალა, რომ ჩემს წინააღმდეგ ისეთი განაჩენი გამოიტანოს, რომ პირდაპირ სასამართლო დარბაზში დამაპატიმრონ. იანუკოვიჩს სურს, უკრაინის მეოცე დამოუკიდებლობის დღემდე თავიდან მომიშოროს და შემდეგ, მთლიანად ოპოზიციას გაუსწორდეს,“–განაცხადა ტიმოშენკომ.

ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ იანუკოვიჩის ეს გეგმა ისევე განადგურდება, როგორც დანარჩენები და ის სიმართლის დასამტკიცებლად ბოლომდე იბრძოლებს.

,,ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ იანუკოვიჩის ბრძანება არ შესრულდეს. ბოლომდე ბრძოლას ვაპირებ და იმედი მაქვს, რომ უკრაინის ,,ვაი პრეზიდენტის“ ეს გეგმა ისევე განადგურდება, როგორც სხვები. დარწმუნებული ვარ, რომ იანუკოვიჩს ,,კოვზი ნაცარში ჩაუვარდება.“

დღევანდელმა სასამართლომ იულია ტიმოშენკოს შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას ახალი ადვოკატი იური სუხოვი დაუნიშნა. ადვოკატმა დაუყოვნებლივ გამოაცხადა ორი შუამდგომლობა. პირველი, მან მოითხოვა რვა კვირა, რათა საქმის დეტალებში გაერკვეს და მეორე, მოითხოვა მოსამართლის დისკვალიფიკაცია.

დღევანდელ სასამართლოზე მოწმეების სახით უკრაინის ყოფილი მინისტრები დაიკითხნენ.

შეგახსენებთ, რომ ტიმოშენკოს ბრალად ედება სახელმწიფოსთვის დიდი რაოდენობით ზარალის მიყენება, კერძოდ 2009 წელს მინისტრთა კაბინეტის თანხმობის გარეშე, რუსეთთან კონტრაქტის გაფორმება გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინისათვის წამგებიანი აღმოჩნდა. გარდა ამისა, ყოფილ პრემიერ-მინისტრ 425 მილიონი დოლარის გაფლანგვაშიც ადანაშაულებენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ტიმოშენკოს 10-წლიანი პატიმრობა ელის.

თავად ტიმოშენკო კი აცხადებს, რომ მას პოლიტიკურ მოტივით ებრძვიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100