სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიკა გილაური დუმილს არღვევს - რას აცხადებს ექსპრემიერი?

ექსპრემიერი ნიკა გილაური დუმილს არღვევს და სტასბურგიდან ნაციონალური მოძრაობის ერთერთ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს ეხმაურება.

როგორც იცით დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ თანაინვესტირების ფონდის პრეზენტაციის შემდეგ საპარლამენტო ტრიბუნიდან განაცხადა, რომ ფონდის შექმნის იდეა ნიკა გილაურს ეკუთვნის და პრეზენტაციაც მისი დაწერილია. უმცირესობის წევრმა თქვა, რომ სლაიდებიც ნანახი აქვს. ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში ექსკლუზიურად გადაცემა "ინვესტორისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ფონდის შექმნის შესახებ საერთოდ ორი კვირის წინ შეიტყო. "ფონდის არსებობის შესახებ ორი კვირის წინ ჟურნალისტებისგან შვიტყვე. საერთოდ არ ვიცი რაზეა საუბარი.შესაბამისად არც ფონდის პრეზენტაცია დამიწერია."-აცხადებს ექსპრემიერი ნიკა გილაური.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100