„ინფო-9“-ის ჟურნალისტებს საარჩევნო უბნებზე არეულობების მოწყობა ევალებათ
საინფორმაციო საშუალება "ინფო 9"-ის ჟურნალისტები უბნებზე ინციდენტების გამოწვევას ცდილობენ.
როგორც "ინტერნეტ.ჯი"-ს კორესპონდენტი იუწყება, გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული საინფორმაციო საშუალების ჟურნალისტებმა დავალება მიიღეს ლუბა ელიაშილისა და მისი დისგან, რომ უბნებზე მასობრივი არეულობა დაფიქსირდეს.
მათ დავალებული აქვთ კომისიის წევრების, თავმჯდომარეების, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების გამოწვევა და პროვოკაციაზე წამოგება, რომ აღნიშნული კადრები გადაიღონ და მათთვის არასასურველი შედეგის გამოცხადების შემთხვევაში განაცხადონ, რომ არჩევნები დარღვევებით მიმდინარეობდა.
კომენტარი