სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

30 ივლისს ქუთაისში უმეტესად უნალექო დღე და +34 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთში დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, დღე უმეტესად მზიანი იქნება, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში გამოიდარებს. დღისით +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. მესტიაში ნალექიანი დღე და +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში უმეტესად უნალექო დღეა მოსალოდნელი, +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაში უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ახალციხეში, სადაც დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსამდე დაიწევს. +29 გრადუსი და ნალექია მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +13გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. გორში უმეტესად უნალექო დღე და +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +18 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც გამოიდარებს, დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. წვიმაა მოსალოდნელი გუდაურში, დღისით +20გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში უმეტესად მზიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც გამოიდარებს, დღის განმავლობაში +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. გურჯაანში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი დღე და +27 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. რუსთავში გამოიდარებს. დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი. დედაქალაქშიც უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი. გრძელვადიანი პროგნოზი იმის შესახებ, თუ როგორი იქნება 2021 წლის ზაფხულის სეზონი საქართველოში, ნახეთ ამ ბმულზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100