ღარიბაშვილი ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ლიკუდის“ გამარჯვება მიულოცა და ისრაელის სახელმწიფოს წინსვლა უსურვა.
მხარეებმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს და მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვეს.
კომენტარი