სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"დედამ შემთხვევით მეზობლებისგან გაიგო, რომ ავადმყოფ ქალს 14 წლის ელენე უვლიდა" - ამბები პოლიტიკოსზე, რომელიც სხვებისთვის მაგალითად იქცა

18 ნო­ემ­ბერს, "დრო­ას" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, დე­პუ­ტა­ტი ელე­ნე ხოშ­ტა­რია იუ­ბი­ლა­რი გახ­ლდათ. პო­ლი­ტი­კო­სის და­ბა­დე­ბის დღე, შიმ­ში­ლო­ბის მე -16 დღეს და­ემ­თხვა. ის უკვე ორ კვი­რა­ზე მე­ტია, რაც პარ­ლა­მენ­ტში ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­კაშ­ვი­ლის მრა­ვალპრო­ფი­ულ კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნის მო­თხოვ­ნით შიმ­ში­ლობს. სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში ხში­რად წე­რენ, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გა­სა­კე­თე­ბელს, ოთხი შვი­ლის დედა, ელე­ნე ხოშ­ტა­რია აკე­თებს. ის მარ­თლაც პირ­ვე­ლი იყო, რო­მელ­მაც ამ მო­თხოვ­ნით შიმ­ში­ლო­ბა და­ი­წყო და ნელ-ნელა შე­ურთდნენ სხვა­დას­ხვა პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. 42 წლის დე­პუ­ტატ­მა სა­ჯა­რო ცხოვ­რე­ბა 2004 წელს და­ი­წყო. "მე ჩემი თავი ყო­ველ­თვის აქ­ტი­უ­რი მახ­სოვს. სკო­ლა­შიც, უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც. საქ­მის კე­თე­ბა ყო­ველ­თვის იყო ჩემ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტი, მაგ­რამ, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბა ხელს არ მიშ­ლი­და ინ­ტენ­სი­ურ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში. 2004 წელს, როცა მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე, რო­გორც სა­ჯა­რო მო­ხე­ლემ, ზუს­ტად იგი­ვე რე­ჟი­მი მქონ­და, რო­გორც ახლა. შე­საძ­ლოა ახლა უფრო ვჩან­ვარ, მაგ­რამ ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა საქ­მი­სად­მი, ჩემი რე­ჟი­მი ყო­ველ­თვის ერთი და იგი­ვე იყო. მა­შინ ერთი შვი­ლი მყავ­და. 2012-ში გა­ვა­ჩი­ნე მე­ო­რე და 2014-ში კი­დევ ორი. არა­სო­დეს მქო­ნია ის დი­ლე­მა, რომ, აი, ახლა თუ ბავ­შვს გა­ვა­ჩენ, საქ­მეს ვერ გა­ვაკ­თებ ან ბევრ საქ­მეს თუ გა­ვა­კე­თებ, ბავ­შვს ვერ გა­ვა­ჩენ. მა­გა­ლი­თად, მე­ო­რე ბავ­შვი რომ გა­ვა­ჩი­ნე, ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში მი­ვე­ცი ინ­ტერ­ვიუ. პა­რას­კევს რომ გა­ვა­ჩი­ნე, ორ­შა­ბათს სამ­სა­ხურ­ში ვი­ყა­ვი...“ - ამ­ბობ­და წლე­ბის წინ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში. ის ცნო­ბი­ლი ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნის, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის (1990-1991 წლებ­ში) გოგი ხოშ­ტა­რი­ას ქა­ლიშ­ვი­ლია. ბა­ტო­ნი გოგი ასე­ვე გახ­ლდათ სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის პირ­ვე­ლი მოწ­ვე­ვის უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს წევ­რი და ხელი აქვს მო­წე­რი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის აქ­ტზე (1991 წლის 9 აპ­რი­ლი). დედა ირი­ნა გუნ­ცა­ძეც ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნეა, ის შვი­ლის ბავ­შვო­ბა­ზე "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში ჰყვე­ბო­და: "გოგი ჰელ­სინ­კის ჯგუფ­ში ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას­თან ერ­თად იყო. ზვი­ად­თან მე­გობ­რობ­და და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პოს­ტიც ეკა­ვა. მა­შინ 12 წლის ელე­ნე აპ­რო­ტეს­ტებ­და, რომ მა­მა­მისს მან­ქა­ნა ჰყავ­და გა­მო­ყო­ფი­ლი. ერთხელ მე­ზო­ბე­ლი მო­ვი­და და გვი­თხრა, თქვენ ხომ არ გი­ჭირ­თო? თურ­მე, დი­ლა­ად­რი­ან დგე­ბო­და და სა­დარ­ბა­ზო­ებს ალა­გებ­და, მე კი სა­წოლ­ში მხვდე­ბო­და, როცა სკო­ლა­ში წა­სას­ვლე­ლად ვაღ­ვი­ძებ­დი. ჩემი ჭკუ­ით, ვაღ­ვი­ძებ­დი...“ ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას რუსი ძიძა ჰყავ­და, რო­მელ­მაც გო­გო­ნა გა­ზარ­და. წლე­ბის შემ­დეგ კი რო­დე­საც ქალი ცუ­დად გახ­და და ლო­გი­ნად ჩა­ვარ­და, დე­დამ შემ­თხვე­ვით მე­ზობ­ლე­ბის­გან გა­ი­გო, რომ ქალს 14 წლის ელე­ნე უვ­ლი­და. ცნო­ბილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა ია ან­თა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ელე­ნეს ბავ­შვო­ბის ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა წარ­წე­რით:"შევ­ნატ­რი იმ დროს, როცა შენ­თვის ნე­ბის­მი­ე­რი რამ შე­მეძ­ლო მე­თხოვ­ნა და ვი­ცო­დი, რომ უსიკ­ვდი­ლოდ შე­მის­რუ­ლებ­დი. ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ". რო­გორც ირ­კვე­ვა, ია ელე­ნეს სკო­ლის პე­რი­ოდ­ში ას­წავ­ლი­და. ჟურ­ნა­ლის­ტი ნიკა სა­ჯა­ია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ელე­ნე­ზე კი­დევ ერთ სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ას წერს: "ბავ­შვთა სამ­ყა­რო" რომ და­იწ­ვა, ხომ გახ­სოვთ? - მანდ ერთი ქალი მუ­შა­ობ­და და იქვე ერთ გა­მო­ყო­ფილ ოთახ­ში ცხოვ­რობ­და - მარ­ტო­ხე­ლა, აფხა­ზე­თი­დან იყო დევ­ნი­ლი... ამ ქალს, უკვე ხან­ში შე­სულს, ისევ თა­ვი­დან უნდა და­ე­წყო ყვე­ლა­ფე­რი. მისი სა­ცო­და­ო­ბით, სხვა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი იმ­დე­ნად წუხ­დნენ, რომ მე­დი­ას ჯერ იმ ქა­ლის ჩა­წე­რას სთხოვ­დნენ, შემ­დეგ კი თა­ვი­ანთ პრობ­ლე­მა­ზე იწყებ­დნენ სა­უ­ბარს. მა­შინ ამ ქალ­ზე ცალ­კე სი­უ­ჟე­ტი გა­ვა­კე­თე - ვი­დე­ოს ბევ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოყ­ვა. მე­ო­რე დღეს უცხო ნო­მე­რი მი­რე­კავს, არ მახ­სოვს ვინ იყო - მი­თხრა, რომ ერთ პო­ლი­ტი­კოსს ამ ქა­ლის დახ­მა­რე­ბა უნ­დო­და. "სახ­ლში უნდა წა­იყ­ვა­ნოს, და რი­თაც შეძ­ლებს და­ეხ­მა­რე­ბა - უბ­რა­ლოდ არ აქვს სა­კონ­ტაქ­ტო და იქ­ნებ დაგ­ვეხ­მა­როო". თან სას­ტი­კად გა­მაფრ­თხი­ლა, რომ ეს არა­ვის უნდა გა­ე­გო, გა­და­ღე­ბა­ზე და ცალ­კე "ამ­ბა­ვის" გა­კე­თე­ბა­ზე ზედ­მე­ტი იყო ლა­პა­რა­კი... არა და რამ­დე­ნია, არ­გა­კე­თე­ბუ­ლი­თაც რომ თავს იპი­ა­რებს. ამ დღის მერე სხვა­ნა­ი­რად შევ­ხე­დე ამ ახალ­ბე­და პო­ლი­ტი­კოსს, რო­მე­ლიც არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი­დან მახ­სოვ­და. ბევ­რი ადა­მი­ა­ნუ­რი მო­მენ­ტი და­ვი­ნა­ხე მას­ში - მისი პრინ­ცი­პუ­ლო­ბა კი ყო­ველ­თვის სა­მა­გა­ლი­თო იყო ჩემ­თვის... აი იმ "თვალ­სახ­ვე­ვის" მუდ­მი­ვი ტა­რე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, ნაგ­ვის მან­ქა­ნა­ზე შეხ­ტო­მით გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი და რა­ღა­ცე­ებ­ზე თვა­ლის არ­და­ხუჭ­ვით დამ­თავ­რე­ბუ­ლი...“ ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან უფ­რო­სი შვი­ლი გი­ორ­გი გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი ჰყავს, რო­მე­ლიც 2002 წელს მოს­კოვ­ში და­ი­ბა­და. ელე­ნე მე­ო­რედ არ­ქი­ტექ­ტორ ირაკ­ლი ბე­რი­ძე­ზე და­ო­ჯახ­და. წყვილს სამი სა­ერ­თო შვი­ლი, ნა­ტა­ლია და ტყუ­პი ვაჟი - კონ­სტან­ტი­ნე და რატი ჰყავთ. პო­ლი­ტი­კო­სის დედა ამ­ბობს, რომ მის შვილს ძა­ლი­ან კარ­გი ქმა­რი ჰყავს. ელე­ნე იდე­ა­ლუ­რი დი­ა­სახ­ლი­სია და ოჯა­ხის­თვის ყო­ველ­თვის გემ­რი­ელ კერ­ძებს ამ­ზა­დებს, რო­მელ­საც თა­ვად იგო­ნებს. ელე­ნე მე­უღ­ლე­ზე ამ­ბობს, რომ პო­ლი­ტი­კა­ში არ ერე­ვა და აქ­ცი­ებ­ზეც არა­სო­დეს და­დის, გარ­და ერთი შემ­თხვე­ვი­სა. "ერ­თა­დერ­თხელ იყო, როცა ნაგ­ვის მან­ქა­ნა­ზე შევ­ხტი და ხელი გა­ვი­ჭე­რი, მა­შინ დარ­ჩა დი­ლამ­დე ჩემ­თან ერ­თად. მას პო­ლი­ტი­კას­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არა აქვს, თუმ­ცა მოს­წონს, რა­საც ვა­კე­თებ და მგულ­შე­მატ­კივ­რობს...“ წყვი­ლი შვი­ლებ­თან ერ­თად წყნეთ­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში ცხოვ­რობს. 2020 წელს შევ­სე­ბუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, მისი მე­უღ­ლე ირაკ­ლი ბე­რი­ძე შპს სი­ემ­სი-ში სა­ო­პე­რა­ციო დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობს. "შე­თან­ხმე­ბის­კენ უნდა ვი­ა­როთ, ეს ჩემი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა და თუ გნე­ბავთ, იდე­აა", - წერს ელე­ნე ერთ - ერთ "ფე­ის­ბუქკო­მენ­ტარ­ში" იმათ სა­პა­სუ­ხოდ, ვინც მას მწვა­ვედ აკ­რი­ტი­კებს. რთუ­ლია არ და­ე­თან­ხმო მას, დღეს პო­ლა­რი­ზე­ბულ ქვე­ყა­ნას სწო­რედ შე­თან­ხმე­ბის­კენ სვლა სჭირ­დე­ბა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100