სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნინი ბადურაშვილი: ეცადეს და ვერ გამხადეს ბოროტი

უკვე მეორე დღეა, რაც ნინი ბადურაშვილის განქორწინება და მისი ქმრის ინტერვიუ მთელი თბილისის მთავარი საჭორაო თემა გახლავთ. თავად ნინი ამ თემასთან დაკავშირებით საჯარო კომენტარებისგან დიდი ხანია თავს იკავებს და მედიასთან საუბარსაც თავს არიდებს, თუმცა დღეს საღამოს მან ფეისბუქზე პატარა, მაგრამ მრავლისმთქმელი სტატუსი გამოაქვეყნა და თავისი სათქმელი თქვა.

„ეცადეს და ვერ გამხადეს ბოროტი, ეცადეს და ვერ გამხადეს ფლიდი, წუთისოფელს კაცად დარჩე ბოლომდე, ესეც თურმე გმირობაა დიდი! :)“ -წერს მომღერალი სოციალურ ქსელში

შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ ნინის ყოფილმა ქმარმა, ირაკლი კუტალაძემ ჟურნალ თბილისელებს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.„ნინიმ გამომიყენა და მისი მიზანი იყო, კანონიერად გათხოვილიყო და კანონიერი ქორწინებიდან გაეჩინა შვილი. ქმარი და ოჯახის შექმნა მის გეგმებში არ შედიოდა. მე ჰაერზე არასდროს ვლაპარაკობ, უბრალოდ, არ მინდა ამ დეტალებზე ლაპარაკი, რაც ამის თქმის საფუძველს მაძლევს. მე ამის მყარი არგუმენტები მაქვს. ვამბობ, რომ ეს ყველაფერი იყო დასახული გეგმა... ნინიმაც კარგად იცის, დღეს რა ურთიერთობაა ჩვენ შორის. შეიძლება, გარკვეული ეჭვი გამოვთქვა: მშობიარობის შემდეგ, როდესაც მთელი საქართველო დაინახავს, მე ნინის გვერდით აღარ ვარ, მაშინ ამ ფაქტს გამოიყენებს ისევ საკუთარი თავის პიარისთვის - ნახეთ, ქმარმა სამშობიაროშივე მიმატოვაო. ესეც მისი გეგმის ნაწილია და ამას, ალბათ, მოჰყვება მისი მოთხოვნები'' - განაცხადა ირაკლი კუტალაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100