სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გეგმური სამუშაოების გამო დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური სამუშაოების გამო 2 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელმიკოს“ ინფორმაციით, დიდუბის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვახუშტი ბაგრატიონის, ქუთაისის, ყიფიანის და აგლაძის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონში ქსელში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ნინო რამიშვილის ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ყიფშიძის, ზურაბ ავალიშვილის და აბესაძის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კახეთის გზატკეცილის და მამისაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მოსკოვის გამზირის II კვარტლის, მოსკოვის გამზირის და ქინძმარაულის ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება 9 აპრილის ბაღის და ჩიტაძის ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სოფელი წავკისის მოსახლეობას. 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კოჯრის გზატკეცილის, კოჯრის ახალი გზატკეცილის და მარო მაყაშვილის ქუჩის მოსახლეობას. 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ლორთქიფანიძის, ჭონქაძის, ყიფიანის, ინგოროყვას, კოტეტიშვილის, კრავეიშვილის, ჩიტაძის, ასათიანის, მაჩაბელის, დადიანის, აბესაძის, კუფტინის, ლერმონტოვის, ლეონიძის, ამაღლების, იაშვილის და ქიქოძის ქუჩების მოსახლეობას. 16:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება რუსთაველის გამზირის და თავისუფლების მოედნის მოსახლეობას. 17:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თავისუფლების მოედნის, გალაკტიონ ტაბიძის და გიორგი ლეონიძის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ფონიჭალის დასახლების, სერგი სურგულაძის, ნიშნიანიძის და გეგეჭკორის ქუჩების მოსახლეობას. 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გორგასლის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის, პატარა ტბის და ხერგიანის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ფერმწერთა ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აღმაშენებლის ხეივნის და სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება პეკინის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის და ინტენსიფიკაციის ქუჩის მოსახლეობას.

ისნის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაზისუბნის დასახლების მოსახლეობას

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100