გერმანიაში 20 ტურისტი ცასა და დედამიწას შორის 18 საათის მანძილზე ეკიდა
გერმანიაში, ბავარიასთან ახლოს 20 ადამიანი ასმეტრიან სიმაღლეზე თითქმის 18 საათის განმავლობაში იმყოფებოდა და მათი დაღუპვის საშიშროება მანამდე არსებობდა, სანამ მაშველებმა, ბოლოს და ბოლოს, ვერტმფრენებით მათთან მიღწევა მოახერხეს. საბაგირო გზის კაბინას, რომელიც ერთი სადგურიდან მეორისკენ მოძრაობდა, პარაპლანერისტი შეეჯეხა, რამაც კაბინის მოძრავი მექანიზმის ავარიული გამორთვა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ ჩამოვარდნისგან თვითონ სპორტსმენმაც სასწაულებრივად შესძლო თავის შეკავება და კაბინაში მყოფთ შეუერთდა. მაშველების მოქმედებმა ძლიერმა ქარმა და არასასურველმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა გაართულა. თავდაპირველად მათ შეძლეს, კაბინაში მყოფთათვის საჭმელი, წყალი და თბილი მოსასხამებიც მიეწოდებინათ, რადგან ცხადი გახდა, რომ მოქალაქეებს ღამის გათევა ფეხზე მდგართ, კაბინაში მოუწევდათ. საბოლოოდ, ტურისტებისა და პარაპლანერისტის გათავისუფლების სამაშველო სამუშაოები გამთენიისას განახლდა. ისინი ვერტმფრენებში გადაიყვანეს, ისე რომ არავინ დაშავებულა.
ამ ავარიამ მეორე კაბინის მექანიზმის დაზიანებაც გამოიწვია და იაც 30 კაცი გაიჭედა, მაგრამ მაშველებმა ისინი დროულად გამოიყვანეს, რადგან კაბინა მიწასთან ახლოს მდებარეობდა. კაბინაში ბავშვებიც იმყოფებოდნენ.
კომენტარი