სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისი ბანკსა და დეველოპერულ კომპანია m2-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დღეიდან თიბისი ბანკის იპოთეკურ ცენტრში მომხმარებლები დეველოპერული კომპანია m2-ის ბინების შეძენას შეძლებენ.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თიბისი ბანკის იპოთეკურ ცენტრში გაფორმდა და მას ხელი თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნინო მასურაშვილმა და m2უძრავი ქონების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ბურდილაძემ მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ m2-ის დასრულებული და მშენებარე ბინები თიბისი ბანკის იპოთეკური სესხით შეიძინონ.

დღეისათვის დეველოპერული კომპანია m2 მომხმარებლებს სთავაზობს ბინებს დასრულებული რემონტით 2 დასრულებულ ენერგოეფექტურ პროექტში: ყაზბეგის გამზირსა და ნუცუბიძის ქუჩაზე. ასევე, 3 მშენებარე პროექტში: m2 თამარაშვილზე, ოპტიმა ისანში, m2 იპოდრომთან 2.

m2 -ის ბინების შეძენა 1 ივნისამდე სპეციალური ფასითაა შესაძლებელი. მაგალითად, თიბისი ბანკის იპოთეკური სესხით m2 იპოდრომთან 2-ის პროექტში ერთსაძინებლიანი სრულად გარემონტებული ბინის შეძენა თვეში მინიმუმ 350 აშშ დოლარიდან შეგიძლიათ. ამასთან, უზრუნველყოფის სახით მხოლოდ შესაძენი მშენებარე ბინაა საკმარისი.

თიბისი ბანკის იპოთეკური ცენტრი 2014 წელს გაიხსნა და ის თბილისში, ჭავჭავაძის 11 ნომერში, თიბისი ბანკის ცენტრალურ ფილიალში ფუნქციონირებს. იპოთეკური ცენტრში სხვადასხვა დეველოპერული კომპანიის 75-ზე მეტი სამშენებლო პროექტი და 2 000-ზე მეტი ბინაა წარმოდგენილი.

თიბისი ბანკის იპოთეკური ცენტრში მომხმარებელს შეუძლია გაიმარტივოს ბინის შეძენის პროცესი, ერთ სივრცეში მიიღოს ინფორმაცია მიმდინარე სამშენებლო პროექტებზე, ისარგებლოს იპოთეკური ცენტრის მენეჯერის რჩევებით, შეარჩიოს მისთვის სასურველი სამშენებლო პროექტი და მიიღოს საუკეთესო პირობები იპოთეკურ სესხზე.

იპოთეკური ცენტრის მომსახურება სრულიად უფასოა.

დაინტერესებულ პირებს ყველა მიმდინარე სამშენებლო პროექტზე დეტალური ინფორმაციისა და ფოტომასალის ნახვა იპოთეკურ ცენტრში მისვლის გარეშე, იპოთეკური ცენტრის ვებგვერდზეც შეუძლიათ.(http://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/mortgage-center-projects).

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100