ივანიშვილს წარმოუდგენლად მიაჩნია, რომ ვინმე მას, როგორც მზეს, არ უყურებდეს
არჩევნების შემდგომ განვითარებულ მოვლენებსა და ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე დედაქალაქის მერი გიგი უგულავა ჟურნალ ტაბულას ესაუბრა.
ივანიშვილი პირველი დღეები იყო გაკვირვებული გამარჯვებით, შემდეგ აღვსილი რევანშით. მას წარმოუდგენლად მიაჩნია განსხვავებული აზრის არსებობა, ნაციონალური მოძრაობის, როგორც პარტიის ფუნქციონირება.წარმოუდგენლად მიაჩნია, რომ ის, რაც მას არ მოსწონს, ქალაქში იდგეს. იქნება ეს ხიდი, თუ თეატრი. მას წარმოუდგენლად მიაჩნია, რომ სოლოლაკის ქედიდან რომ გადმოიხედავს ავლაბრის ქედზე, სხვა, მისი მეტოქე იჯდეს, წარმოუდგენლად მიაჩნია, მთავრობის სხდომაზე ქალაქის მერი მივიდეს და მას რაღაცა სთხოვოს, წარმოუდგენლად მიაჩნია, რომ პარლამენტში ოპოზიცია, განსხვავებული აზრის მქონე, ხმას იღებდეს. წარმოუდგენლად მიაჩნია, რომ ვინმე მას, როგორც მზეს, არ უყურებდეს და, შესაბამისად, მას გაუგებრად მიაჩნია, რომ თვითმმართველობა არ ემორჩილებოდეს.“-განაცხადა უგულავამ ტაბულასთან საუბრისას.
კომენტარი