ჯეიმსტაუნის ფონდი: ივანიშვილის კოალიცია დესტაბილიზაციის პოტენციალს ავლენს
ვლადიმირ სოკორი, ჯეიმსტაუნის ფონდი
თითქმის ციკლისებური რეგულარობით, საქართველოს შეურიგებელი ოპოზიცია, რომლის კამპანიაც მთავრობის წინააღმდეგ არის მიმართული, საბოლოო ჯამში ინსტიტუციონალური სახელმწიფოს წინააღმდეგ აღსდგება ხოლმე (90-იანი წლების დასაწყისი და შუა პერიოდი, 2007 და მომდევნო წლების ”ზაფხულის შეტევები”). მოტივები შეიძლება ფართოდ განსხვავდებოდეს, მაგრამ პრევალირებს საერთო ნიშნები და, როგორც ჩანს, უცვლელიც რჩება. პროცესს ძლიერი ემოციურობა და წარმოსახვით გაჯერებული პოლიტიკური შეხედულებები ერთვის.
მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის ”ქართული ოცნება” საქართველოს დასავლური ორიენტაციას ორმაგ გამოწვევას უყენებს. ეს გამოწვევები ერთის მხრივ წარსულზე ორიენტირებული შეხედულებებით, მეორეს მხრივ კი დესტაბილიზაციის ფარული მუქარით ყალიბდება. საქართველოს შფოთიანი 90-იანი წლების გადმონაშთი, პოლიტიკური პარტია, ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” ( ”მრეწველები”) ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო კოალიციის რიგით უკანასკნელ მხარდამჭერია.
”მრეწველები” დასავლეთის პრისპირ პროტექციონიზმს ემხრობიან და რუსეთის ბაზრის იმედი აქვთ. გუნდის ლიდერმა, ლუდის შეძლებეულმა მეწარმემ, გიორგი თოფაძემ 2010 წლის თბილისის მერის არჩევნებში მაინც მოიპოვა 5.2 პრცენტი. ახლა, ივანიშვილის ”ქართული ოცნებს” ალიანსთან შეერთების შემდეგ, თოფაძემ არსებული პრობლემების შესახებ თავისი შეხედულება შემოგვთავაზა. მაგალითად, აშშ-ს მიერ საქარათველოსთვის გაწეულ ეკონომიკურ დახმარებაზე თოფაძემ განაცხადა, ”საკუთარი მრეწველობა რატომ გავანადგურეთ? ეს ჩვენი ამერიკელი ”მხარდამჭერების” გამო მოხდა.
მოდით იმაზე ვილაპარაკოთ ამერიკამ ჩვენს ქვეყანას რა გაუკეთა. რატომ ჩაგვძირეს? ვალებში რატომ ჩაგვითრიეს? მე და ჩემი კოლეგები ამაზე უკვე 15 წელია ვსაუბრობთ.” რუსეთთან დაკავშირებით მან აღნიშნა, ”რუსეთთან დიმპლომატიური ურთიერთობა უნდა მოვაგვაროთ. იქ საქართველოსადმი ნოსტალგიური დამოკიდებულება ახლაცაა შემორჩენილი.” საქართველოს ნატოში გაწევრიანების სურვლზე მან განაცხადა:
”მე არ მომწონს, რომ ქართველები ავღანეთში იბრძვიან. ნატოსთან დაკავშირებითაც საკუთარი შეხედულება მაქვს. ნატოში გაწევრიანებისათვის მიმართულმა ძალისხმევამ ჩვენი ქვეყანა გაანადგურა. აშკარაა, რომ რუსეთს (საქართველოს მიმართ) ულტიმატუმის მაგვარი პოზიცია აქვს და ჩვენც ნატოსა და დაკარგულ ტერიტორიებს შორის უნდა გავაკეთოთ არჩევანი. ჩვენ ამ საკითხზე შევთანხმდებოდით, რომ არა ამჟამინდელი მთავრობა, რომელიც ამ არჩევანს აკეთებს. (Prime-Time-ი, 19 მარტი, ალია, 20 მარტი, news.info.ge;www.youtube.com/watch).
15 მარტს ივანიშვილმა და მისმა მთავარმა მოკავშირეებმა, ირაკლი ალასანიამ და დავით უსუფაშვილმა დასავლელი დიპლომატების დიდ ჯგუფს განუცხადეს, რომ საქართველოს მთავრობა ოპოზიციის ისეთი დარბევისთვის ემზადება, როგორსაც სირიაში ჰქონდა ადგილი. უმეტესად ალასანია ლაპარაკობდა:
”სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის, სანამ ზუგდიდში (დასავლეთ საქართველოში) ან სადმე სხვაგან მეორე ჰომსი არ გათამაშდა, გევედრებით, მოახდინეთ რეაგირება.” ის ამტკიცებდა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და სამართალდამცავი ორგანოები არაკანონიერ ”გასამხედროებულ დაჯგუფებებს” აყალიბებენ და ”სამოქალაქო ომისა და დაპირისპირებებისთვის ემზადებიან.” ”(პრეზიდენტი) სააკაშვილი სულაც არ უკვალავს გზას თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ის პოლიტიკური ოპოზიციის ოფიციალურად სიკვდილით დასჯისთვის ემზადება. ”თქვენი ჩარევისა და დახმარების გარეშე დაპირისპირების თავიდან აცილება რთული იქნება. თქვენი რეაქცია ძლიერი და მყარი უნდა იყოს” (Civil Georgia, 15, 16 მარტი).
16 მარტს ალასანიამ ჟურნალისტებს გაუმეორა, რომ საქართველოს პრეზიდენტი სამხედრო და სამართალდამცავ ორგანოებს მომავალი არჩევებისას გასამხედროებული ქვედნაყოფების რეპრესიული მიზნებისთვის გამოიყენების ინსტრუქციებს აძლევს (Civil Georgia, 16 მარტი). ამის საპასუხოდ, აშშ-ს ელჩმა, ჯონ ბასმა, პოლიტიკოსებს (ვინაობა არ დაუსახელებია) მოუწოდა ”არ აეგოთ ვარაუდები, რომლებსაც ფაქტებით ვერ დაადასტურებდნენ (Civil Georgia 20 მარტი)
20 მარტს ალასანია სპეციალურად მოწვეულ პრეს-კონფერენციაზე გამოვიდა, ხელში დიდი კონვერტი ეჭირა, რომელიც სავარაუდოდ ”მტკიცებულებებს” შეიცავდა. ის ამტკიცებდა, რომ ინფორმაციას რამდენიმე თვის განმავლობაში ”პატრიოტი მოქალაქეებისგან” აგროვებდა. ალასანიას თქმით, ეს დოკუმენტები შეიცავდნენ დეტალურ ინფორმაციას ამ გასახედროეული დაჯგუფებების შესახებ, რომლებიც თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროებს ექვემდებარებიან და სამეგრელოში (დასავლეთ საქართველო) მრავალი შტაბი აქვთ. გარდა ამისა, მას ქონდა ”კარგად დასაბუთებული მიზეზები იმ ეჭვისათვის, რომ მსგავსი დაჯგუფება თბილისშიც შეიქმნა,” რაც ოპოზიციის დევნას, მუქარას და დაშინებას მოემსახურება. ალასანიამ პრეზიდენტი სააკაშვილი გააფრთხილა სასწრაფოდ დაეშალა ეს დაჯგუფებები და ”საიდუმლო” დოუმენტები ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გადასცა, რათა საბუთები შეფასებულიყო და დაუყოვნებლივ მომხდარიყო რეაგირება. (Civil Georgia, 20 მარტი).
23 მარტს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ ალასანიას მთელი ”სამხილები” საჯარო გახადა და საბჭოს ვებ-გვერდზე მოსახლეობას განხილვისკენ მუწოდა. როგორც აღმოჩნდა, სავარაუდოდ არაკანონიერი გასამხედროებული დაგუფებები რეზერვის სისტემს ნაწილია, ტეროტორიის დაცვის იმ კონცეფციის თანახმად, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ 2011 წელს შექმნა. ეს ტერიტორიული ქვედანაყოფები არც გასაიდუმლოებულია, მათ არც შეიარაღება გააჩნიათ და არც შტაბი (წევრები სახლებში ცხოვრობენ). რეკრუტირება საჯაროდ მიმდინარეობს და ჯერჯერობით 40.000 კაცია ჩართული, მიზანს კი 100.000 შეადგენს. ეს კონცეფცია 2008 წლის აგვისტოს გამოცდილებიდან გამომდინარე შეიქმნა.
მაშინ საქართველოს ძლიერ ცენტრალიზებულმა სარეზერვო სისტემამ მარცხი განიცადა და რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ რეზევის მობილიზება ვერ მოხდა. 2011 წლის ქვეყნის თავდაცვის კონცეფციის თანახმად, ახალი სარეზერვო სისტემა სოფლების დონემდეა დეცენტრალიზებული. სარეზერვო წვრთნებში მონაწილეობის მიღება ნებაყოფლობითია და ანაზღაურების გარეშე ხდება (რითაც განსხვავდება როგორც სავალდებულო, ასევე პროფესიული სამხედრო სამსახურისგან). ალასანიას სიაში ჩამოთვლილი ”არაკანონიერი შეიარაღებული დაჯგუფებების” ხელმძღვანელები რეალურად თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მაღალჩინოსნები არიან, რომლებიც ტერიტორიულ სარეზერვო სისტემას ხემძღვანელობენ (Civil Georgia, 23 მარტი).
პრეზიდენტმა სააკაშვილმა და სხვა ქართველმა ოფიციალურმა პირებმა ფრთხილად აარიდეს თავი ამ ბრალდებებზე პოლემიკური პასუხის გაცემას. ამის ნაცვლად, ისე ირეაგირეს, რომ შესაძლო დაძაბულობა. განემუხტათ.
მომდევნო განცხადებაში, ალასანიამ თქვა, რომ ივანიშვილის „ქართული ოცნების“ კოალიციამ შეიძლება არჩევნების შედეგები არ აღიაროს. კოალიციამ ”მსოფლიოში სახელგანთქმულ ორგანიზაციას.“ ეგზიტ-პოლები შეუკვეთა. „ჩვენ და საერთაშორისო საზოგადოება არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს. თუკი ოფიციალური შედეგები ეგზიტ-პოლის შედგებს არ დაემთხვევა.“ თუმცა ეს განცხადება გადაფარა აშშ-ს ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ, რომელიც ყოველ 6 თვქეში ერთხელ იმართება. კვლევის მიხედვით 47% მმართველ ნაციონალურ მოძრაობას უჭერს მხარს, ხოლო 10% ივანიშვილის “ქართული ონცების” კოალიციას (რომელშიც ალასანიას პარტია შედის). ივანიშვილმა უარყო ამ მონაცემების ვალიდურობა. (ახალი თაობა 19 მარტი, Civil Georgia 21, 27 მარტი)
ალასანია ივანიშვილის პირველი და მოწინავე მოკავშირეა. მილიარდერმა ის კოალიციაში იქამდე გააწვრიანა, სანამ თავად კოალიცია ოფიციალურად შეუდგებოდა საქმიანობას. ალასანია საკუთარი პარტიის, „ჩვენი საქართველო, თავისუფალი დემოკრატების.“ ლიდერიცაა. 2010 წელს, თბილისი მერის არჩევნებში, ალასანიამ 19% აიღო. (თბილისში ოპოზიციის ელექტორატი დისპროპორციულადაა კონცენტრირებული), ხოლო მისმა პარტიამ მთელი ქვეყნის მაშტაბით 8% მოაგროვა. მიმდინარე საარჩევნო კამპანიაში ალასანია მშობლიურ სამეგრელოს რეგიონზე (იხილეთ ზემოთ) ახდენს კონცენტრაციას, რომელიც საარჩევნოდ პრეზიდენტი სააკაშვილისა და მმართველი აპრტიის ერთ-ერთი საყრდენია. ალასანიას გრძელვადიანი კარიერა ჰქონდა ეროვნული უსაფრთხოებისა და დიპლომატიურ სამსახურებში. თუმცა, როგორც ჩანს, ოპოზიციაში წარმოდგენები ლეგალურობაზე და raison d’etat ერთჯერადი გამოყენების ნივთს ემსგავსება.
კომენტარი