სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ბანკმა სკოლის მოსწავლეებისთვის უნიკალური პლასტიკური ბარათი sCool card-ი შექმნა

თბილისი, 15 სექტემბერი, 2016 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა, სკოლის მოსწავლეებისათვის სრულიად ახალი პლასტიკური ბარათის sCool card-ის შექმნის შესახებ. sCool Card-ი მოსწავლეებისთვის შექმნილი უნიკალური პლასტიკური სადებეტო ბარათია, რომელსაც უკონტაქტო ფუნქციაც აქვს. sCool card-ის აღება მოსწავლეებს სრულიად უფასოდ შეუძლიათ. sCool card-ის მოქმედების ვადა სკოლის მოსწავლის ასაკიდან გამომდინარე განისაზღვრება. აღსანიშნავია, რომ sCool Card-ს აქვს მრავალმხრივი უპირატესობა როგორც მოსწავლისთვის ასევე მშობლისთვის.

თბილისის სკოლის მოსწავლეები ექსკლუზიურად sCool Card-ით უფასოდ იმგზავრებენ დედაქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტით მეტროში, ავტობუსსა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაზე. sCool Card-ით გადახდა ასევე შესაძლებელია სხვადასხვა სავაჭრო და მომსახურების ობიექტში, სუპერმარკეტსა თუ წიგნის მაღაზიაში. ამასთან, ბარათის მფლობელებს გადახდისა და განაღდების თითოეული ოპერაციის შესრულებისას, ისარგებლებენ ფასდაკლებებით და დაერიცხებათ sCool-ები, დაგროვილი sCool-ების გადაცვლას როგორც მობილურის ბალანსზე, უახლოეს მომავალში სხვადასხვა სასურველ ნივთსა თუ მომსახურებაზე.

სკოლის მოსწავლეები ადრეული ასაკიდანვე შეძლებენ, ისწავლონ თანამედროვე საბანკო პროდუქტებით სარგებლობა, ფულის რაციონალურად ხარჯვა და შეიძინონ ახალი უნარ ჩვევები. ყოველივე ამისთვის, კი საქართველოს ბანკი მოსწავლეებს დამატებით sCool Card-ის სკოლის სპეციალურ ტრენინგებსაც შესთავაზებს.

თავის მხრივ, მშობელს შესაძლებლობა აქვს, შვილს აღარ გაატანოს სკოლაში ნაღდი ფული; გააკონტროლოს დღის განმავლობაში ბავშვის მიერ დახარჯული თანხის მიზნობრიობა და ოდენობა, მიღებული SMS-ების საშუალებით. ასევე, სურვილისამებრ თავად განსაზღვროს sCool Card-იდან ნაღდი თანხის გატანის შესაძლებლობა ან გადახდისა და განაღდების ყოველდღიური ლიმიტი.

დამატებითი ინფორმაცია უნიკალური sCool card-ის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ: www.scoolcard.ge

###

„საქართველოს ბანკის“ შესახებ:

„საქართველოს ბანკი“ ქვეყნის წამყვანი ბანკია მთლიანი აქტივების (საბაზრო წილი 33.5%), მთლიანი სესხებისა (საბაზრო წილი 32.1%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 31.8%) მიხედვით (2016 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის საფუძველზე). „საქართველოს ბანკი“ მის კლიენტებს სთავაზობს კორპორაციული და საცალო საბანკო, ინვესტიციების მართვის, ასევე ქონებისა და სიცოცხლის დაზღვევის მომსახურების ფართო სპექტრს. 2016 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, „საქართველოს ბანკი“ ემსახურებოდა დაახლოებით 2 მილიონი კლიენტის ანგარიშს 273 სერვისცენტრის, 763 ბანკომატისა და 2,681 გადახდის აპარატისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.bog.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100