მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ მიესალმება ნიკოლა სარკოზის ვიზიტს, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში.
მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“, მიესალმება ევროკავშირის ერთერთი ლიდერი ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ვიზიტს, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში.
თუ ამ ვიზიტს შედეგად მოჰყვება, სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების გადაწყვეტისკენ რეალური ნაბიჯები, ეს გახდება საწინდარი, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის, რეგიონალური უსაფრთხოების სისტემების ფორმირების, რომელიც შექმნის შესაძლებლობას, საქართველოს, აზერბაიჯანს და სომხეთს უფრო მეტად დაახლოების და შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის.
საფრანგეთის პრეზიდენტის სარკოზის ქ. ერევანში გაკეთებული მთავარი გზავნილი, სამხრეთ კავკასიური კონფლიქტების დარეგულირების დღის წესრიგში დაყენების პროცესზე მიანიშნებს.
“მშვიდობის სარისკო ნაბიჯი, არის გზა სომხებისა და აზერბაიჯანელებისთვის. სტატუს-ქვოს შენარჩუნება კი დიდი საფრთხეების, ილუზიების, შურისძიების მაპროვოცირებელია, რომელიც, სულ უფრო აშორებს მშვიდობის დამყარების შესაძლებლობას. მოვიდა დრო კონფლიქტების გადაწყვეტის და შერიგების გზების მოძებნის”.
კომენტარი