სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში #34 სამარშრუტო მიკროავტობუსი გადაბრუნდა

თბილისში ავარიის შედეგად #34 სამარშრუტო მიკროავტობუსი გადაბრუნდა.

შემთხვევა დიღმის გზაზე "ოპელის" მარკის მსუბუქი ავტომანქანისა და "მერსედესის" ტიპის მიკროავტობუსის შეეჯახების შედეგად მოხდა.

ავტოავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ხუთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. სასწრაფო დახმარების ექიმებმა ისინი ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაზიანებული ავტომობილები საჯარიმო სადგომზეა გადაყვანილი.
მომხდართან დაკავშირეით გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100