სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

10 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მატულობს იღბლიანობა, საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდებით, შესაძლოა გარშემომყოფთა წინაშე საუკეთესოდ წარმოაჩინოთ თავი და მომგებიანი პოზიცია დაიკავოთ.

კურო

რაც არ უნდა უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ სხვებთან წვრილმან საკითხებზე შეთანხმება, შეეცადეთ კარგი შთაბეჭდილება დატოვოთ ნებისმიერ ადამიანზე, დიდი ალბათობით ამ შეთანხმებებსა და თანამშრომლობას შორს მიმავალი შედეგები ექნება.

ტყუპები

სავარაუდოდ თქვენი გამოცდილება საშუალებას მოგცემთ თავი წარმოაჩინოთ, როგორც კარგმა პროფესიონალმა და კარგმა მრჩეველმა, ამით არა მარტო განმტკიცდება, არამედ ამაღლდება თქვენი ავტორიტეტი.

კირჩხიბი

ვითარებიდან გამომდინარე შანსი გექნებათ მოიპოვოთ ლიდერის პოზიციები ნებისმიერ სფეროში. იმოქმედეთ გაბედულად, ვერც ერთი კონკურენტი ვერ დაუდგება წინ თქვენს არგუმენტებს.

ლომი

სერიოზულად და ყურადღებით მოეკიდეთ ყოველ უმნიშვნელო დეტალსაც კი, ვინაიდან დიდი ალბათობით ისინი დიდ როლს ითამაშებენ თქვენს სამსახურეობრივ საქმიანობაში, მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთებისას, პირველ რიგში გაიაზრეთ სამომავლო შედეგები.

ქალწული

ელოდეთ ირგვლივმყოფთა კრიტიკას, რაც არ უნდა საწყენი და მტკინეული იყოს თქვენი შეცდომების გამო უარყოფითი არზების მოსმენა, ყურად იღეთ სხვათა რჩევები და მათი თვალით შეხედეთ თქვენს თავს.

სასწორი

შეუთავსეთ სასიამოვნო სასარგებლოს, თქვენი ცოდნადა ენერგია მიმართეთ მათკენ, ვინც მხარდაჭერას საჭიროებს ან თქვენზე უმცროსია, ეს ორივე მხარისთვის სასიკეთო იქნება.

მორიელი

ყველას დაანახეთ თუ რამდენად დაკავებული და საქმიანი ხართ, წინააღდეგ შემთხვევაში ახლობლებმა თუ კოლეგებმა შესაძლოა თავისი საქმეც თქვენ გადმოგაბარონ, რის გამოც ამოსუნთქვის საშუალებაც არ გექნებათ.

მშვილდოსანი

თქვენ შეძლებთ საკუთარი შარმის, დამაჯერებელი საუბრისა თუ კავშირების გამოყენებით გარშემომყოფებისგან მიიღოთ ის შედეგები, რომელიც თქვენთვის საინტერესო და სასურველი იქნება. იმოქმედეთ არა პირდაპირი, არამედ შემოვლითი გზებით.

თხის რქა

კონფლიქტებსა და გარდაუვალი წყენის თავიდან ასაცილებლად შეეცადეთ მოძებნოთ საერთო ენა გარშემომყოფებთან. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ხართ თქვენს თავში, ნუ შეეცდებით ყველას დაუმტკიცოთ სიმართლე.

მერწყული

იყავით უფრო მოქნილი და ნუ ჩაიციკლებით მოქმედების ერთ ვარიანტს. ერთიდაიგივე მიზნისკენ არსებობს უამრავი სხვადასხვ აგზა, კომპრომისითა და ირგვლივმყოფებთან შეთანხმებით უფრო მეტს მიაღწევთ, ვიდრე პრინციპულობითა და სიჯიუტით.

თევზები

მშვიდად მიჰყევით ცხოვრების დინებას, ყველაფერი თქვენი ჩარევის გარეშე სასიკეთოდ ვითარდება. დაისვენეთ, მოდუნდით, აღიდგინეთ ძალა და ენერგია შემდეგი აქტიური დღეებისთვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100