სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აჭარაში წყალდიდობაა

ხულოს რაიონში წყალდიდობის შედეგად რამდენიმე ოჯახი დაზარალდა, ორი სოფელი კი ამ დრომდე გარესამყაროსაა მოწყვეტილი. ადადიდებული მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლების ეზოები დატბორა. ორი ოჯახი უსაფრთხო ადგილას წუხელვე გადაიყვანეს. მდინარემ წაიღო რამდენიმე ხიდი და მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის ანძა - ამ დროისათვის ელექტროენერგია რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება.

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში უკვე ჩაერთო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. შექმნილია საგანგებო შტაბი, მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს ნაპირსამაგრი სამუშაოები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100