სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზუგდიდის რადიო "ათინათი" ივანიშვილის ფულზე უარს ამბობს

ასოციაცია „ათინათის“ წევრებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რადიო „ათინათის“ ეთერში ამ ეტაპზე, არცერთი პოლიტიკური რეკლმა არ გავა.

ამის შესახებ „ნიუსლაინს“ „ათინათის“ გამგეობის თავჯდომარემ გია ხასიამ განუცხადა.

როგორც „GRRN“ ხელმძღვანელმა რამაზ სამხარაძემ „ნიუსლაინთან“ საუბარში განაცხადა, ჯერჯერობით მას გია ხასიასთან არ უსაუბრია, თუმცა ოთხ რადიოს შორის „ათინათი“ ერთადერთია, რომელსაც ხელი ამ სარეკლამო ხელშეკრულებაზე არ მოუწერია.

„ ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით გვქონდა სიტყვიერი შეთანხმება, რაზეც გია ხასიას უარი თავის დროზე არ უთქვამს, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, რასთან დაკავშირებით უნდა დადებულიყო ხელშეკრულება“, – განაცხადა სამხარაძემ.

კითხვაზე, იმოქმედებს თუ არა სარეკლამო შემოთავაზებაზე ხასიას უარი „GRRN“ და რადიო „ათინათის“ თანამშრომლობაზე, სამხარაძემ აღნიშნა, რომ როცა ყველაფერი საბოლოოდ გაირკვევა კომენტარს მერე გააკეთებს.

სარაკლემო თანხის რაოდენობა - 83 ათასი ლარი „ქართულმა ოცნებამ“ რადიო ჰერეთის ანგარიშზე გადარიცხა, რომელიც „ჰერეთმა“ უნდა გადაანაწილოს ოთხ რადიოსადგურზე. თითო რადიოზე 20 ათასი ლარია . ჯერჯერობით უცნობი რჩება რადიო „ათინათის“ პროცენტები ვის და როგორ გაუნაწილდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100