სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარსზე საცხოვრებლად ადამინთა პირველ ჯგუფს 2023 წელს გაგზავნიან

სანამ ამერიკული თანამგზავრი წითელ პლანეტას შეისწავლის, ნიდერლანდებში მეცნიერების ჯგუფი მარსზე ადამიანების ჩასახლების პროექტზე მუშაობენ.

პროექტი Mars One ნებისმიერ მსურველს მარსზე დასამკვიდრებლად ბილეთს სთავაზობს. თუმცა, ეს ბილეთი დედამიწაზე უკან დაბრუნების საშუალებას აღარ იძლევა.

როგორც პროექტის ერთ-ერთი ავტორი, ბასა ლანდოსპა იუწყება, 2023 წელს შესაძლებელი იქნება მარსზე ოთხი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფის გაგზავნა. ეს ადამიანები კი აღნიშნულ პლანეტაზე ცხოვრებას მიჰყოფენ ხელს და დედამიწაზე ვერასდროს ვეღარ დაბრუნდებიან. 2016 და 2022 წელს მარსზე ბაზის შენება დაიწყება. შეივსება საკვები პროდუქტებითა და მედიკამენტებით. თუ რამდენ წელიწადს მოიცავს აღნიშნული ექსპერიმენტი ჯერჯერობით უცნობია.

ექსპერტები იუწყებიან, რომ ეს ექსპერიმენტი მრავალ პრობლემას გადააწყდება. ამ ყოველივეზე კი ადამიანთა სიცოცხლე იქნება დამოკიდებული.

ამ დროისათვის მეცნიერები ცდილობენ ისეთი აღჭურვილობის შექმნას, რომელიც მისიის მონაწილეებს თავისუფალ გადაადგილებაში დაეხმარებათ. ჯერჯერობით უცნობია მოახერხებენ თუ არა ისინი შატლის დაშვების ადგილიდან ბაზამდე რამდენიმე კილომეტრის ფეხით დაფარვას.

ექსპერტების აზრით ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც წითელ პლანეტაზე ცხოვრებას დათანხმდებიან, ერთი მხრივ გარდაუვალ სიკვდილს მოაწერენ ხელს, მეორეს მხრივ კი კაცობრიობას მრავალი აღმოჩენის გაკეთებაში დაეხმარებიან.

ამ ექსპერიმენტით მეცნიერები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ დედამიწა არ არის ერთადერი პლანეტა, რომელსაც ადამიანის არსებობისთვის ყოველგვარი პირობა გააჩნია. თუ აღნიშნული პროექტი წარმატებით განვითარდა, რამდენიმე ათეულ წელიწადში შესაძლებელი იქნება მარსსა და დედამიწას შორის თავისუფალი მიმოსვლა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100