სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სეულში მეძავებმა დემონსტრაცია მოაწყვეს

ათასხუთასზე მეტი „ღამის პეპელა“ შეიკრიბა სეულის ცენტრში და თავიანთი უფლებების დაცვა მოითხოვა. მომიტინგეები კეპებში, მუქ სათვალეებსა და ბენდენებში იყვნენ გამოწყობილნი. „დაიცავით ჩვენი სიცოცხლე!“; „ჩვენ გვინდა სიცოცხლე ღია თვალებით!“ – ამ შინაარსის პლაკატებით მეძავებმა სეულის მთავარ მოედანზე რამდენიმე საათს დაჰყვეს.

ქალები მოითხოვენ იმ კანონის გაუქმებას, რომელიც უკვე მე–7 წელია, ქვეყანაში პროსტიტუციას კრძალავს. აქციის მონაწილეებს სურთ, რომ ხელისუფლებამ მათი შრომის უფლება აღიაროს და იგი ისევე დაიცვას, როგორც სხვა მშრომელთა უფლება. ამ ყველაფერთან ერთად კორეელი მეძავები უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას მოითხოვენ. გამოსვლების მიზეზი ამ დღეებში ხელისუფლების მიერ გამეორებული კიდევ ერთი მცდელობა გახდა, რითაც მან გადაწყვიტა სეულში ე.წ. „წითელი ფანრების“ კვარტალი დაეხურა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100