გენმოდიფიცირებული პროდუქციის მარკირება სავალდებულო ხდება
მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების წარმოება და შესაბამისად, მსოფლიო ბაზარზე მატულობს გენმოდიფიცირებული კვების პროდუქტების რაოდენობა, რომელთა შორისაა საქართველოს მოსახლეობის კვებაშიც ფართოდ მოხმარებული პროდუქტები, ძირითადად, სიმინდი, სოია, კარტოფილი, პომიდორი და სხვა.
ფგდფგჯდფგჯი
ფგდფგჯდფგჯი
გმო-საგან მიღებული ფერმენტებით საერთაშორისო სავაჭრო ბრუნვა ბოლო 10 წლის განმავლობაში 68 მლნ აშშ დოლარიდან 24 მილიარდამდე გაიზარდა. ჭამლების დაახლოებით 30%, რომლითაც ვმკურნალობთ, მიღებულია გენეტიკურად მოდიფიცირებული მიკროორგანიზმებისაგან. შიდაწვის ძრავის საწვავის 6%, რომელსაც ავტომობილებისათვის და ტრაქტორებისათვის ვიყენებთ ამჟამად, მიიღება ტრანსგენური მცენარეული მასიდან წარმოებული ბიოდიზელით, რომელშიც ნავთობიდან წარმოებული დიზელის საწვავი მხოლოდ 15%-მდეა. ტანსაცმელიც კი – რაც გვაცვია, შესაძლებელია, ამ ტექნოლოგიების გამოყენებით იყოს მიღებული.
ფგდფგჯდფგჯი
ფგდფგჯდფგჯი
1994 წლის 2 ივნისს, საქართველო შეუერთდა ბიომრავალფეროვნების კონვენციას და აიღო ვალდებულება დაიცვას ეკოსისტემების მრავალფეროვნება საკუთარ ტერიტორიაზე. ამასთან, საქართველომ მიიღო ის უფლებები, რასაც კონვენცია აძლევს მის მხარეებს გენეტიკური რესურსებიდან მიღებული მოგების სამართლიანი განაწილების საკითხებში.
ფგდფგჯდფგჯი
ფგდფგჯდფგჯი
აღნიშნული კონვენციის თანახმად, საქართველო ვალდებულია არეგულიროს, აკონტროლოს და შეამციროს ბიოტექნოლოგიებით მიღებული გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენება და გამოთავისუფლება ბუნებაში, ამ კონვენციის დანართი - "ბიომრავალფეროვნების შესახებ კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტაჰენის ოქმი" - ერთადერთი საერთაშორისო საბუთია, რომელიც მთლიანად მიძღვნილია გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების კონტროლისაკენ და რატიფიცირებულია 50-ზე მეტი ქვეყნის მიერ.
ფგდფგჯდფგჯი
ფგდფგჯდფგჯი
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კარტაჰენას ოქმს მიუერთდა, დღემდე მოსახლეობას არ ჰქონდა საშუალება, გენმოდიფიცირებული პროდუქცია ნატურალურისგან განესხვავებინა.
ფგდფგჯდფგჯი
თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ 2011 წლის იანვრიდან გენმოდიფიცირებული პროდუქციის მარკირება სავალდებულო გახდება და მყიდველს მიეწოდება ინფორმაცია გენმოდიფიცირებულ პროდუქტს ყიდულობს, თუ ნატურალურს.
თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ 2011 წლის იანვრიდან გენმოდიფიცირებული პროდუქციის მარკირება სავალდებულო გახდება და მყიდველს მიეწოდება ინფორმაცია გენმოდიფიცირებულ პროდუქტს ყიდულობს, თუ ნატურალურს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ცინცაძემ კი განმარტა, რომ მარკირება არა გენმოდიფიცირებულ საკვებზე, არამედ ბიოპროდუქციაზე განთავსდება. მთავრობას გენმოდიფიცირებული პროდუქტის მარკირება ჯერ კიდევ გასულ წელს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილებით დაევალა და მას ეს ვალდებულება მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა შეესრულებინა.
ფგდფგჯდფგჯი
ფგდფგჯდფგჯი
მარკირებასთან ერთად, შესაძლოა, ქვეყანაში ბუნებრივი სახეობების დაცვის მიზნით, გენმოდიფიცირებული თესლის შემოტანაც აიკრძალოს.
კომენტარი