სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გოგი მეშველიანი სოფელ ფოლადაურის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოგი მეშველიანი ამომრჩევლისთვის საარჩევნო პროგრამის გაცნობასა და მათი პრობლემების მოსმენას განაგრძობს.

ამჯერად,იგი სოფელ ფოლადაურის მოსახლეობას ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატთან, დავით შერაზადიშვილთან ერთად შეხვდა.

გოგი მეშველიანმა განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. „განხორციელებული ცვლილებებითა და პროგრამებით, ჩვენმა ხელისუფლებამ დაამტკიცა , რომ ადამიანური, პრაგმატული , თითოეული მოქალაქის ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარება შესაძლებელია. ჩვენ ქვეყანა სწორი განვითარების გზაზე დავაყენეთ, საფუძველი ჩავუყარეთ წინსვლას. „ქართული ოცნების“ მთავარი მონაპოვარი თავისუფლებაა. თავისუფლების გარეშე არ არსებობს მდგრადი და განვითარებული ეკონომიკა, არ ჩნდება ინოვაციური იდეები . მხოლოდ თავისუფალი ხალხი აშენებს ძლიერ, დემოკრატიულ ქვეყანას და ქმნის კეთილდღეობას“,-განაცხადა „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გოგი მეშველიანმა.

(R)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100